აქციის მონაწილეები ტაძარში თავს ვერ შეაფარებენ – ტაძრის კარი დაიკეტება

ქაშვეთის ტაძრის  კარი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაიკეტება და აქციის მონაწილეები ვერ შეძლებენ ტაძარს თავი შეაფარონ. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები