ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლეც დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,- ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძე, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, 2 დღის უკან საკუთარ სახლში დააკავეს.

ჩხრეკა დასრულებულია, აბაშიძე დააკავეს

 

 

მსგავსი თემები