ინტიმური მასალების გადაღება-შენახვა – რაში ადანაშაულებენ დაკავებულ ცოლ-ქმარს?!

„უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს“ – ეს განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა  თეიმურაზ კუპატაძემ დაკავებულებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი განცხადებით, ჩანაწერებში  საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ,  რომლებსაც ცოლ-ქმარი უღებდა.

„დადგინდამ ომ უ.მ.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. აღნიშნულის მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.

ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. ამასთანავე, მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება“ – აღნიშნა კუპატაძემ.

მისივე თქმით, დაკავებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

„ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“ – განაცხადეს შსს-ში.

მსგავსი თემები