„დარჩით ევროკავშირის გზაზე, დარჩით ევროკავშირის გზაზე“-  ელჩი

„არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას – დარჩით ევროკავშირის გზაზე! – ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოება.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირს სურს საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს.

„ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს“- განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით,  შემოდგომაზე გადაწყდება  გადადგამს თუ არა ნაბიჯს საქართველო ევროკავშირისკენ.

„შემოდგომაზე, ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე!, დარჩით ევროკავშირის გზაზე!“ – ამბობს ჰერჩინსკი.

მსგავსი თემები