საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე ქალებმა  “მშობლების მარში”  „ექსპო ჯორჯიასთან“ მოაწყვეს და მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც მათ აქციის სხვა მონაწილეებიც დახვდებიან.

“ჩვენი შვილები დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკურ არჩევანს აპროტესტებენ. რაც უნდათ ჩვენს შვილებს, იმას გავაკეთებთ ჩვენც. ამ ქვეყნის ახალგაზრდები რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოს მოქალაქეები არ იქნებიან. ისინი იცხოვრებენ საქართველოში, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელიც სხვა დეპუტატ ქალებთან ერთად ” მშობლების მარშს შეუერთდა.

მსგავსი შეკრებები იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე. 18:00 საათზე კი  მასშტაბური აქცია ევროპის მოედანზე იგეგმება. პროტესტს საქართველოს სხვადსხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან.

მსგავსი თემები