მაშველებმა სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში, მე-4 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა.

მაშველებმა კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და სხვენიდან ჩაშვებული თოკებით, დაახლოებით 14-16 მეტრის სიღრმიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მსგავსი თემები