„ფაილები საჯარო რომ გახდეს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ“ – დავით ჭიჭინაძე ფარული მიყურადების ფაილებზე

მეორე დღეა, ქვეყანაში ერთ-ერთი განხილვის თემა 60 000-მდე ფარული მიყურადების ფაილია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა.

საუბარია თვალთვალის, მიყურადების თუ „შეკერილ“ მასალებზე, რომელიც ჟურნალისტებს, მედია ორგანიზაციებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, მასწავლებლებსა თუ სხვადასხვა მიმართულების ადამიანებს ეხებათ.   

როგორც დავით ჭიჭინაძე აცხადებს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ხოლო ფაილები საჯარო არ უნდა გახდეს, რადგანაც, ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს.    

„დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც „ქართული ოცნების“ ნდობის დამტკიცება არდამტკიცების! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და „ოცნების „ ხელისუფლებას განაჩენი გამოვუტანოთ! რადგან მათი ხელისუფლება არა თუ გვიცავს, ღმერთმა დაგვიფაროს ეს ფაილები  გამომზიურდეს და საჯარო გახდეს. იმდენი ადამიანი გადაემტერება ერთმანეთს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, სისხლისღვრა მოხდება.

საპარლამენტო ოპოზიციას რაც ეხება, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია. საჯარო, ღია, ყველამ რომ შეძლოს ჩვენების მიცემა ისეთი და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ გავერკვეთ ვინ ქმნის ქვეყანაში ასეთ მდგომარეობას. მოკლედ,  ის რაც დღეს ხდება,  გადატრიალება,  ქვეყნის დამხობაა –  ამას „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ 60 000 ფაილი გუშინ გავრცელდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, რომელის გარდაცვლილი იპოვეს.    

მსგავსი თემები