ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით საოკუპაციო ხაზისკენ მიემართებიან

  •  

რესპუბლიკის მოედნიდან დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით მიემართებიან. აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ამბობს, აქცია იქნება მდუმარე, მხოლოდ ოჯახი გააკეთებს მცირე მიმართვას.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

მსგავსი თემები