„მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სარწმუნოების, მღვდელმთავრების წინააღმდეგ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი, ბოდიშს ვიხდი მოსახლეობასთან, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების მათ წინააღმდეგ, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

„ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება“ – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები