“ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მობილიზება არ შეინიშნება” – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მიმდინარე ნებისმიერ უკანონო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და აქტიურად მოქმედებს ცხელი ხაზი.

შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოფელ ძარასთან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

მსგავსი თემები