ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს – იგეგმება პარლამენტის პიკეტირებაც

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. მათ რუსთაველზე მასშტაბურ აქცია დაანონსეს. აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ დეპუტატებს სხდომის მშვიდად ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

მათი ინფორმაციით, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური პროცესების შედეგად ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო მძიმედ დასრულდება.

მსგავსი თემები