„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმე და კრიტიკულია“ – ეკა ხერხეულიძე

„სააკაშვილს სიცხე აქვს და წონაში კლებას განაგრძობს“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში  მოინახულა.

მისივე შეფასებით, ხერხეულიძის თქმით, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილისთვის მხოლოდ  მორიგე ექიმი საკმარისი არ არის.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელად მძიმე და კრიტიკული. მას ისევ აქვს სიცხე და წონაში იკლებს ყოველდღიურად. მორიგე ექიმი უწევს მეთვალყურეობას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ გვინდა ადამიანი გადარჩეს, ერთადერთი გამოსავალია ქვეყნიდან გაყვანა და შესაბამისი მკურნალობა. საქართველოში მისი აბსოლუტური გამოჯანმრთელება არის შეუძლებელი”, – განაცხადა  ეკა ხერხეულიძემ.

 

მსგავსი თემები