ძამას ხეობაში ხანძარია – ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული

ძამას ხეობაში ხანძარია. ცეცხლის კერა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე, ჯამჯამას მთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ფიქსირდება.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს და სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები