რუსეთის მიერ ხარკოვში, ახალი ფოსტის ტერმინალის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, დაზიანებები მიიღო საწარმოეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
რუსეთმა S-300 რაკეტებით ხარკოვი გვიან ღამით დაბომბა.