ოკუპანტებმა ერთ-ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხის ინფორნაციით, რუსულმა ჯარებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი გაიტაცეს. „მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი დამპყრობლებმა ერთი საათის წინ გაიტაცეს”, – წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.

მეტი...

რუს ოლიგარქებს აშშ სანქციებს გაუზრდის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით მორიგ გზავნილს ავრცელებს და აცხადებს, რომ სანქციები მეტი იქნება. „დიდი შვიდეული“ კიდევ უფრო აძლიერებს მის ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე. ჩვენ ვამატებთ იმ ოლიგარქებისა და მათი ოჯახების სახელებს სიას, რომელიც ჩვენ მიზანში გვყავს და ჩვენ ვაძლიერებთ კოორდინაციას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, რომ მიზანში ამოიღონ და შეაჩერონ მათი არაკეთილსინდისიერი მონაპოვარი. ისინი მხარს უჭერენ პუტინს, ისინი იპარავენ რუსი ხალხისგან და ისინი მათ ფულს ჩვენს ქვეყნებში მალავენ“ – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში.

მეტი...

„ეს მესამე მსოფლიო ომია“ – აშშ და ნატო რუსეთთან ომს არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში. მისი თქმით, ეს მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს. „პირდაპირი კონფრონტაცია ნატო-სა და რუსეთს შორის არის მესამე მსოფლიო ომი, რაც უნდა ავირიდოთ თავიდან. პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვებით არასდროს დასრულდება. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დომინანტ პოზიციას ბრძოლის გარეშე მიიღებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის გამბედაობას დაანაწევრებდა და ესეც არ გამოუვიდა. მას სურდა ამერიკის დემოკრატიის დაყოფა, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ამერიკელი ხალხი ერთიანია. მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ არ დავუშვებთ…

მეტი...

რუსეთის მოქალაქეების თაღლითობა – „ნიუ ჰოსპიტალსი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის მიერ ხდება ქართული კლინიკების, კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სახელის ბოროტად გამოყენება და კლინიკის სახელით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სამკურნალოდ მიღებაზე დასტურის ყალბი დოკუმენტების დამზადება“ – აცხადებენ კლინიკაში და დეტალურ განმარტებებს აკეთებენ. „აღნიშნული დოკუმენტები (ბლანკები ტექსტით, ხელმოწერით და სხვ.) არ არის გაცემული „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიერ და მასზე არსებული ხელმოწერა არ წარმოადგენს ვალიდურ ხელმოწერას. დოკუმენტები გაყალბებულია და სავარაუდოდ ემსახურება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მათი მხრიდან საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებას. სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“ ცნობილი გახდა 2022 წლის 4 მარტს. ინფორმაციის…

მეტი...

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ – რუსეთის თავდაცვის მინისტრი კმაყოფილია

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ეს სიტყვები მან   უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, ათასობით მსურველი აკითხავთ, რომლებიც მზად არიან,  ლუგანსკისა და დონეცკის „განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა“. „დიდი რაოდენობის განაცხადს ვიღებთ მოხალისეებისგან, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც სურთ, ჩავიდნენ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, რათა მონაწილეობა მიიღონ განმათავისუფლებელ მოძრაობაში“, – განაცხადა შოიგუმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისი შეფასებით, უკრაინული იარაღის დიდი რაოდენობა დააგროვეს. „ჩვენ დავაგროვეთ უკრაინული იარაღის დიდი რაოდენობა: ტანკები, ჯავშანტექნიკა და ყველანაირი სახის მცირე იარაღი, საკმაოდ დიდი არტილერია“ – განმარტა მან.

მეტი...

რუსი მფრინავები დანებდნენ, უკრაინის მხარეს ჩაბარდნე და დეტალებზე საერთაშორისო მედიასთან საუბრობენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მფრინავი უკრაინას ჩაბარდა. როგორც კრიშტოფ მაქსიმი აცხადებს, მას დავალებული ჰქონდა იერიში არა მხოლოდ სამხედროებზე, არამედ, სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე, როს გამოც, მან ბოლო დავალება არ შეასრულა. სამხედრო მფრინავმა დეტალები პრესკონფერენციაზე მოყვა, რომელსაც საერთაშორისო მედია ესწრებოდა. „ჩვენ მივმართეთ თხოვნით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ მათ მოეცათ ჩვენთვის შესაძლებლობა შევხვედროდით საერთაშორისი მედიის წარმომადგენლებს რომ გვეთქვა ყველაფერი.  მე ვარ 47-ე საავიაციო პოლკის ხელმძღვანელის მოადგილე. 2022 წლის იანვარში პოლკის მეთაურის მიერ ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ უნდა მიგვეღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში  უკრაინაში. ამის შემდეგ, დაიწყო თავდასხმითი შეიარაღების შემოტანა და სამზადისი დაბალ სიმაღლეზე…

მეტი...

ლუკაშენკო პუტინს უმტკიცებს, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა

„ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს“ – აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი და პუტინს უმტკიცებს რომ უკრაბინა ბელორუსში შესაჭრელად ემზადებოდა. „მე გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას, ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე,  ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს,  რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, – მიმართა კრემლში მყოფმა ლუკაშენკომ პარტნიორ პუტინს. მისი თქმით, აუცილებელია კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში კონსოლიდაცია. ლუკაშენკო ევროპის ლიდერების ქმედებას ღორობას უწოდებს

მეტი...

ლუკაშენკო ევროპის ლიდერების ქმედებას ღორობას უწოდებს

მოსკოვში ჩასული ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პუტინის გულის მოსაგებად შეტევაზე ევროპისკენ გადის. დასავლეთის სანქციების გამო გამწარებული ლუკაშენკო მათ ღორებს უწოდებს. „არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს, ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას”, – განაცხადა ლუკაშენკომ. „რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების დარღვევით, რომლებზეც ჩვენც და მათ ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის უბრალოდ ღორობა. მე უკვე საკმარისად ვითმინე ეს და თქვენც” –…

მეტი...

„არის პოზიტიური ძვრები“ – პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებს პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას მას მოლაპარაკებაში მონაწილეები აწვდიან. „აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში კი იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენმა მომლაპარაკებლებმა. ამის შესახებ დეტალურად მოგიყვებით,“- განაცხადა პუტინმა. მას ზელენსკისთან შეხვედრაზე შეფასება არ გაუკეთებია.  

მეტი...

დამატებით 500 მილიონი ევრო უკრაინას

ვერსალის სასახლეში ევროპელი ლიდერების სამიტი გრძელდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. „ვაპირებთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერაში ჩვენი წვლილი კიდევ 500 მილიონი ევროთი გავზარდოთ. მე ეს ინიციატივა გუშინ ლიდერებს შევთავაზე. ყველა აბსოლუტურად აცნობიერებს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა“, – აღნიშნა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა სამიტზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მეტი...

უკრაინა ნეიტრალიტეტს ერთი პირობით დასთანხმდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ უკრაინა ღიაა ნეიტრალური სტატუსისთვის, თუმცა, მთავარი პირობა უსაფრთხოების მყარი გარანტიებია. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა  პუტინთან პირისპირ შესახვედრად, თუმცა, რუსეთის პოზიციაზე კომპრომისზე არ წავა. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის ის პირი, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ომის დასრულებაზე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებასა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანასთან დაკავშირებით,“- განმარტავს იგორ ჟოვკვა.  

მეტი...

SOS – ტბა გურამიშვილის გამზირზე, ჩამონგრეული შენობა და გზის ჩავარდნის საფრთზე  

ეს თბილისია, სანზონა, გურამიშვილის გამზირი, ერწოს ქუჩა. აქ ოდნავ წვიმაზეც „მინი ტბა“ დგება და გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივები ჩივიან, თუმცა, შედეგი არ არის. გზის მთელი პერიმეტრი წყლითაა დაფარული. ფეხით გავლა შეუძლებელია. როგორც მოსახლეობა გვეუბნება, შიში აქვთ, რომ გზაც არ ჩაინგრეს. „რამდენიმე დღის უკან, როცა ქარიშხალი იყო, ეს ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ქარი იყო და ამ ადგილას არავინ გადაადგილდებოდა, თორემ, მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა. ახლა აგერ ხედავთ რა ხდება ოდნავ წვიმაზეც კი, როგორც კი მოწვიმს, გადაადგილება შეუძლებელია, ვინ არის პატრონი, მოვიდა ვინმე და ნახა რა ხდება, თუ მსხვერპლს ელოდებიან, გზა როდის…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინელი ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებს ფინანსურად და სხვა მიმართულებით დაეხმარება

ვერსალში შეკრებილი ევროპელი ლიდერები აცხადებენ რომ ის ქვეყნების, რომლები უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადებს იღებენ და ეხმარებიან, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ. „უამრავი ადამიანი უკრაინის ომს გაურბის. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომის შედეგად ყველა ლტოლვილად ქცეულს უკრაინიდან. ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან, მათი უდიდესი სოლიდარობისა და უკრაინაში ომის შედეგად ლტოლვილების მასპინძლობისთვის. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას ყველა ლტოლვილსა და მასპინძელი ქვეყნის მიმართ და მათთვის ჰუმანიტარული, სამედიცინო და ფინანსური დახმარების გაწევას. მოვუწოდებთ, რომ თანხები დაუყოვნებლად იყოს ხელმისაწვდომი „ევროპაში ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივი პოლიტიკის განხორციელების (CARE)“ შესახებ წინადადების სწრაფი მიღებისა და ReactEU-ს საშუალებით.…

მეტი...

„ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ, მხარს დავუჭერთ უკრაინის აღდგენას“  – ევროპა უკრაინას ამაგრებს

„ვაფასებთ უკრაინელ ხალხს მისი სიმამაცისთვის თავისი ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების – თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ“ – აცხადებენ ვერსალში, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე შეკრებილი ლიდერები, რომლებიც უკრაინის საკითხს მეორე დღეა იხილავენ. ლიდერების შეფასებით, უკრაინას ევროპელების მაქსიმალური დახმარება ექნება. „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და კვლავ მზად ვართ ახალი სანქციები სწრაფად შემოვიღოთ“ –…

მეტი...

ევროპელი ლიდერები უკრაინის უკრაინის ატომური ობიექტების დაუყოვნებლივ უსაფრთხოებას ითხოვენ

„ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას“ – ეს გახლავთ ამონარიდი ვერსალში სახელმწიფო მეთაურების სამიტიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს უკრაინის მოსახლეობას ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს. „რუსეთს და მის თანამზრახველ ბელარუსს ამ აგრესიული ომისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო…

მეტი...

მაისამდე პური არ გაძვირდება, რა მოხდება შემდეგ?! (ვიდეო)

საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ პურის ფასის მატებასა და ფქვილის არსებული მარაგზე  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც დოლიძე განმარტავს, პურზე ფასი მაისამდე სტაბილური იქნება. „ძირითადი კომპონენტი, რისგანაც მზადდება პური, ეს არის 60% ფქვილი, 20% ენერგომატარებლები და დანარჩენი დამხმარე მასალები. მსოფლიოში დაძაბულია მდგომარეობა და ლოჯისტიკაშიც გარკვეული შეფერხებები ხდება. რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ხორბლით უზრუნველყოფის კუთხით და ფქვილის წარმოებაში. თუმცა, ამ ეტაპისთვის, 2-3 თვიანი მარაგი გვაქვს.  არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგ კი არსებობს ალტერნატიული გზები, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან. საუბარია კიდევ 2-3 თვის ხორბლის შეძენაზე“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.…

მეტი...

„პურ-პროდუქტებზე მაისამდე თავის ტკივილი არ გვექნება“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც არსებულ მარაგსა და პურის ფასზე ისაუბრა. „ქვეყანაში 2-3 თვის მარაგი არსებობს. როგორც ფქვილის, ისე ხორბლის მარაგები მაისამდე თავისუფლად გვეყოფა. მაისამდე, ქვეყანას პურ-პროდუქტებში თავის ტკივილი არ ექნება. არც ფასი შეიცვლება პურზე და მარაგიც არის“ – განაცხადა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ ისივე თქმით, ერთ-ერთი თემა, რაც საფრანგეთში ევროპულმა ლიდერებმა სამიტზე განიხილეს, ქვეყნების სასურსათო სუვერენიტეტი იყო.   “მაისამდე პურ-პროდუქტებზე თავის ტკივილი არ გვექნება” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მეტი...

უკრაინაში რუსეთის ე.წ. ელიტური მებრძოლი გაანადგურეს

29 წლის  ოფიცერი ვიაჩესლავ მაკლაგინი ლიკვიდირებულია. ის უკრაინელმა მებრძოლებმა საკუთარ ტერიტორიაზე მოკლეს. ახალგაზრდა ოფიცერი „ელიტური მებრძოლის“ სახელითაა ცნობილი და ის სირიიის სამოქალაქო ომშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.    

მეტი...

„მშვიდობიანი მოსახლეობა ტყვედ აჰყავთ და აწამებენ“ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, იქ, სადაც რუსული ჯარები შევიდნენ და ტერიტორია დროებით დაიკავეს, სამოქალაქო პირები მძევლად აიყვანეს. „რიგ დასახლებულ პუნქტებში, სადაც კონტროლი რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარეს, დარღვეულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის წესები. მათ მძევლად აჰყავთ და აწამებენ ადგილობრივ მოსახლეობას“ – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.

მეტი...

ევროსაბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებაზე – ისტორიული სამიტი ვერსალში

  ვერსალში, ევროპელი ლიდერების სამიტზე, ევროკავშირში სამი ქვეყნის  გაწევრიანებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მიმართა, რომ საქართველოს, უკრაინისა  და მოლდოვას გაწევრიანების განცხადებები განიხილოს და მოსაზრება წარადგინოს. ხუთპუნქტიან განცხადებაში, რომელიც სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, ევროკავშირის ლიდერები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ისინი კრემლს მოუწოდებენ, დატოვოს უკრაინის ტერიტორია. „რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. ეს აგრესია ძირს უთხრის ევროპასა და მსოფლიოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას… ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს უკრაინის ევროპული მისწრაფებებს და არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა…

მეტი...

როგორია ფქვილის მარაგი და მოსალოდნელია თუ არა პურზე ფასის ზრდა?!

რამდენიმე დღიანი ე.წ. პანიკური შესყიდვა, რომელიც საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე განხორციელდა, პურის ფქვილსაც შეეხო. რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში ფურის ფქვილის მარაგის თვალსაზრისით, როგორია არსებული მარაგი და რა ალტერნატივა არსებობს არსებული მარაგის სხვა ქვეყნებიდან შემოტანის. ამ თემაზე „მედიცენტრ მთავარში“ 11:00 საათზე საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს.

მეტი...

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ინტეგრაციას მწვანე შუქი აუნთეს

ლიეტუვა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, უკრაინას ამას იმსახურებს. „გაერთიანება უკრაინის მისღებად მზადაა“ – ეს განცხადება ლიეტუვას პრეზიდენტმა ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გააკეთა. „ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცედურა დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მივესალმებით“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ სამიტზე. მსოფლიო ლიდერები უკრაინის თემაზე მსჯელობას დღესაც გააგრძელებენ. ზოგი ლიდერი კი ფიქრობს, რომ ომის პირობებში გაწევრიანება შეუძლებელია. უკრაინას ევროკავშირში დაჩქარებული წესით ვერ მიიღებენ

მეტი...

„ცოტას ესმის რუსეთის აგრესიის შედეგები ისე, როგორც საქართველოს“ – თეთრი სახლი

“პრინციპი, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპი, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს“ – ეს განცხადება თეთრი სახლის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს ეკუთვნის. მისი შეფასებით, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმის რუსული აგრესია. „როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ვიტყვი, რომ ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს. ქვეყანას, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრა… პრინციპი, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპი, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს, რომ საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი; რომ დიდი სახელმწიფოები, დიდი…

მეტი...

უკრაინას ევროკავშირში დაჩქარებული წესით ვერ მიიღებენ

უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების შესაძლებლობაზე ევროკავშირის სამიტზე გერმანიის კანცლერმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვერ მოხდება. თუმცა, როგორც ოლაფ შოლცმა განმარტა, აღნიშნა, ის გზა უნდა გაგრძელდეს, რაზეც შეთანხმება არსებობს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ, ეს არის კურსი, რომელსაც უნდა გავყვეთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ეს ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე ომით ახსნა. თუმცა, როგორ მაკრონი აღნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა უთხრან უარი.  

მეტი...

ზელენსკი თავს პუტინის ნომერ პირველ მტრად ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხმამაღლა აცხადებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნომერ პირველი მტერია. „მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი ვარ“, – უთხარ პრეზიდენტმა  გერმანულ გამოცემა Die Zeit-ს. „რუსეთში იმედი აქვთ, რომ ყველას იყიდიან ან დააშინებენ. აი, ჩემს შესახებ კი ზუსტად იციან,  არ გამოუვათ. ამიტომაც არის მუქარა. ყველაფერი მარტივადაა… პუტინის ხალხი არ იცნობს უკრაინას. უკრაინა ისეთია, როდესაც შენთან უკრაინაა, შენ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ეს არის წესი, რომელიც დასავლეთშიც ბევრმა უნდა ისწავლოს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

მეტი...

„ჩემს მიწაზე ქიმიური იარაღი არასდროს იქნება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ საუბრობდა. ზელენსკი პუტინს პასუხობს და ამბობს, რომ მის მიწაზე ქიმიური იარაღი არასდროს იქნება. „ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. ადეკვატური ქვეყნის, ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი ვარ. ორი შვილის მამა ვარ. არავითარ ქიმიურ ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღს ჩემს მიწაზე არავინ ამზადებს. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თქვენც იცით. და თუ რაიმე ამდაგვარს გააკეთებთ ჩვენს წინააღმდეგ, პასუხად მიიღებთ მკაცრ სანქციებს“, – განაცხადა ზელენსკიმ

მეტი...

„კლავენ და მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები,  შურს ვიძიებთ“ – ომი უკრაინაში

უკრაინის თავდაცის მინისტრს განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს არ ინდობენ და მათ სამხედრო პირებივით, სისასტიკით უსწორდებიან. „რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს ტერორისტული ომი. ისინი იქცევიან როგორც კრიმინალები და მშიშრები, კლავენ და მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები. 10 მარტის მდგომარეობით, რუსმა ინტერვენციონისტებმა უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე ჩვენი სამხედროები თავდაცვის სექტორის ყველა სტრუქტურიდან ბრძოლაში დაიღუპნენ. მინდა ეს არა მხოლოდ უკრაინაში გაიგონ, არამედ მთელ მსოფლიოში,“- განაცხადა რეზნიკოვმა. მისი თქმით, დადგება დრო და ყველას მოუწევს პასუხის მიღება, შურისძიება აუცილებლად იქნება. „მათ არ შეუძლიათ ბრძოლა ჩვენს ჯართან, მცველებთან, ამიტომ, ყველაზე დაუცველებს…

მეტი...

ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომზე 3 პირის დაკავების დაკავების ორდერი შევიდა

„ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს დასაბუთებული საფუძველი ვივარაუდო, რომ აღნიშნულ სამ პირს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში“ – აცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა. რაც შეეხება  დასაკავებელთა სიაში შეყვანილებს, ისინი არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“…

მეტი...