„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ – რუსეთის თავდაცვის მინისტრი კმაყოფილია

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ეს სიტყვები მან   უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააჟღერა.

მისი თქმით, ათასობით მსურველი აკითხავთ, რომლებიც მზად არიან,  ლუგანსკისა და დონეცკის „განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა“.

„დიდი რაოდენობის განაცხადს ვიღებთ მოხალისეებისგან, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც სურთ, ჩავიდნენ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, რათა მონაწილეობა მიიღონ განმათავისუფლებელ მოძრაობაში“, – განაცხადა შოიგუმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი შეფასებით, უკრაინული იარაღის დიდი რაოდენობა დააგროვეს.

„ჩვენ დავაგროვეთ უკრაინული იარაღის დიდი რაოდენობა: ტანკები, ჯავშანტექნიკა და ყველანაირი სახის მცირე იარაღი, საკმაოდ დიდი არტილერია“ – განმარტა მან.

მსგავსი თემები