ევროსაბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებაზე – ისტორიული სამიტი ვერსალში

 

ვერსალში, ევროპელი ლიდერების სამიტზე, ევროკავშირში სამი ქვეყნის  გაწევრიანებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მიმართა, რომ საქართველოს, უკრაინისა  და მოლდოვას გაწევრიანების განცხადებები განიხილოს და მოსაზრება წარადგინოს.

ხუთპუნქტიან განცხადებაში, რომელიც სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, ევროკავშირის ლიდერები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ისინი კრემლს მოუწოდებენ, დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

„რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. ეს აგრესია ძირს უთხრის ევროპასა და მსოფლიოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას… ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს უკრაინის ევროპული მისწრაფებებს და არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოუწოდა ევროკომისიას, მოამზადოს საკუთარი მოსაზრება ამ განაცხადის შესახებ შეთანხმებების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით. ასევე, მოამზადოს მოსაზრება საქართველოს და მოლდოვას განაცხადების შესახებ“ – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ევროპელი ლიდერების შეხვედრა დღესაც გრძელდება.

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ინტეგრაციას მწვანე შუქი აუნთეს

მსგავსი თემები