რუსი მფრინავები დანებდნენ, უკრაინის მხარეს ჩაბარდნე და დეტალებზე საერთაშორისო მედიასთან საუბრობენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მფრინავი უკრაინას ჩაბარდა. როგორც კრიშტოფ მაქსიმი აცხადებს, მას დავალებული ჰქონდა იერიში არა მხოლოდ სამხედროებზე, არამედ, სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე, როს გამოც, მან ბოლო დავალება არ შეასრულა.

სამხედრო მფრინავმა დეტალები პრესკონფერენციაზე მოყვა, რომელსაც საერთაშორისო მედია ესწრებოდა.

„ჩვენ მივმართეთ თხოვნით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ მათ მოეცათ ჩვენთვის შესაძლებლობა შევხვედროდით საერთაშორისი მედიის წარმომადგენლებს რომ გვეთქვა ყველაფერი.  მე ვარ 47-ე საავიაციო პოლკის ხელმძღვანელის მოადგილე.

2022 წლის იანვარში პოლკის მეთაურის მიერ ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ უნდა მიგვეღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში  უკრაინაში. ამის შემდეგ, დაიწყო თავდასხმითი შეიარაღების შემოტანა და სამზადისი დაბალ სიმაღლეზე ფრენაზე. სწავლება სარაკეტო თავდასხმის მომზადებასაც გულისხმობდა.

ეს მზადება გრძელდებოდა რუსეთის სხვადასხვა დანაყოფების მონაწილეობით. ბოლო ბრძანება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ 23 თებერვალს მივიღეთ. 28 თებერვალს პოლკის მეთაურმა მოგვცა სამხედრო მითითება რომ დაგვეწყო იერიში უკრაინის ტერიტორიაზე.

პირველი ჩემი თავდასხმითი ფრენა 24 თებერვალს შევასრულე. დავალება იყო ცოცხალი ძალის განადგურება უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან. მეორე თავდასხმა შევასრულე 4 მარტს, 4 ტონა საავიაციო ბომბი იყო ჩემს შეიარაღებაში. ამ დროს მივხვდი, რომ  მიზანი მხოლოდ სამხედრო ობიექტები არ იყო, მიზანი იყო სამოქალაქო ობიექტები და მოსახლეობა. მე არ შევასრულე დავალება და დაშვების დროს უკრაინელებმა ამიყვანეს მძევლად. ჩვენ ეს ომი წავაგეთ“ – აცხადებს ერთ-ერთი ტყვე.

მასთან ერთად, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან მიღებულ დავალებებზე სხვა მფრინავებმაც ისაუბრეს.

 

მსგავსი თემები