ლუკაშენკო ევროპის ლიდერების ქმედებას ღორობას უწოდებს

მოსკოვში ჩასული ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პუტინის გულის მოსაგებად შეტევაზე ევროპისკენ გადის. დასავლეთის სანქციების გამო გამწარებული ლუკაშენკო მათ ღორებს უწოდებს.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს, ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

„რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების დარღვევით, რომლებზეც ჩვენც და მათ ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის უბრალოდ ღორობა. მე უკვე საკმარისად ვითმინე ეს და თქვენც” – მიმართა მან პუტინს.

მან პუტინს ასევე მოუყვა, რომ უკრაინა ბელორუსზე თავდასხმას გეგმავდა.

 

მსგავსი თემები