დამატებით 500 მილიონი ევრო უკრაინას

ვერსალის სასახლეში ევროპელი ლიდერების სამიტი გრძელდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

„ვაპირებთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერაში ჩვენი წვლილი კიდევ 500 მილიონი ევროთი გავზარდოთ. მე ეს ინიციატივა გუშინ ლიდერებს შევთავაზე. ყველა აბსოლუტურად აცნობიერებს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა“, – აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა სამიტზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები