„ეს მესამე მსოფლიო ომია“ – აშშ და ნატო რუსეთთან ომს არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში. მისი თქმით, ეს მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს.

„პირდაპირი კონფრონტაცია ნატო-სა და რუსეთს შორის არის მესამე მსოფლიო ომი, რაც უნდა ავირიდოთ თავიდან. პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვებით არასდროს დასრულდება. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დომინანტ პოზიციას ბრძოლის გარეშე მიიღებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის გამბედაობას დაანაწევრებდა და ესეც არ გამოუვიდა. მას სურდა ამერიკის დემოკრატიის დაყოფა, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ამერიკელი ხალხი ერთიანია. მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ავტოკრატებმა უკარნახონ სამყაროს გეზი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები