SOS – ტბა გურამიშვილის გამზირზე, ჩამონგრეული შენობა და გზის ჩავარდნის საფრთზე  

ეს თბილისია, სანზონა, გურამიშვილის გამზირი, ერწოს ქუჩა. აქ ოდნავ წვიმაზეც „მინი ტბა“ დგება და გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივები ჩივიან, თუმცა, შედეგი არ არის.

გზის მთელი პერიმეტრი წყლითაა დაფარული. ფეხით გავლა შეუძლებელია. როგორც მოსახლეობა გვეუბნება, შიში აქვთ, რომ გზაც არ ჩაინგრეს.

„რამდენიმე დღის უკან, როცა ქარიშხალი იყო, ეს ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ქარი იყო და ამ ადგილას არავინ გადაადგილდებოდა, თორემ, მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა. ახლა აგერ ხედავთ რა ხდება ოდნავ წვიმაზეც კი, როგორც კი მოწვიმს, გადაადგილება შეუძლებელია, ვინ არის პატრონი, მოვიდა ვინმე და ნახა რა ხდება, თუ მსხვერპლს ელოდებიან, გზა როდის ჩაინგრევა და უბედურება მოხდება“, – გვითხრეს ადგილობრივებმა.

მიწისქვეშა წყლის პრობლემაზე საუბრობს თავად იმ შენობის ერთ-ერთი მეპატრონე, რომელიც რამდენიმე დღის უკან ჩამოინგრა. როგორც რობერტ ჭოლოკავამ გვითხრა, შენობის ჩამონგრების ერთ-ერთი მიზეზის სწორედ მიწისქვეშა წყლებია.

„თუ ჟურნალისტი ხართ იმ პრობლემითაც დაინტერესდით, რაც აქ ხდება. გზა რო ჩავარდნილია, ეს წყალკანალის გასაკეთებელია. ეს წყალი ჩემი შენობის გარდა სხვა შენობასაც დაანგრევს. დიდი საფრთხეა, რომ მანქანაც ჩავარდეს. მივმართეთ წყალკანალს თუმცა, შედეგი არაფერია“ – განუცხადა ჩამონგრეული შენობის ერთ-ერთმა მეპატრონემ „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება ნაძალადევის გამგეობის პოზიციას, შემდეგია: „ერწოს ქუჩაზე პირველ რიგში შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც კომპანია GWP-ს ვალდებულებაა. შესაძლოა, GWP-მ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩაუტაროს რეაბილიტაცია წყალსადენისა და წყალარინების ქსელს. კომპანიის საბოლოო პასუხს შეგატყობინებთ. კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობა უზრუნველყოფს გზის რეაბილიტაციას“.

პრობლემასთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-საც დავუკავშირდით. მათი პასუხი კი შემდეგია: “ერწოს ქუჩაზე ფარული დაზიანებაა, გუშინ ჩატარდა საძიებო სამუშაობი, რომელიც დღესაც გაგრძელდება, დაზუსტდება დაზიანების ადგილი და შემდეგ ჩატარდება აღგენითი სამუშაოები”.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ერწოს ქუჩა დაიტბორა.

2 შენობა ჩამოინგრა, მეპატრონეებმა იცოდნენ, რომ ავარიული იყო, თუმცა არაფერი გააკეთეს – უნდა დადგეს თუ არა სს პასუხისმგებლობა?!

 

მსგავსი თემები