ევროკავშირი უკრაინელი ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებს ფინანსურად და სხვა მიმართულებით დაეხმარება

ვერსალში შეკრებილი ევროპელი ლიდერები აცხადებენ რომ ის ქვეყნების, რომლები უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადებს იღებენ და ეხმარებიან, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

„უამრავი ადამიანი უკრაინის ომს გაურბის. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომის შედეგად ყველა ლტოლვილად ქცეულს უკრაინიდან. ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან, მათი უდიდესი სოლიდარობისა და უკრაინაში ომის შედეგად ლტოლვილების მასპინძლობისთვის. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას ყველა ლტოლვილსა და მასპინძელი ქვეყნის მიმართ და მათთვის ჰუმანიტარული, სამედიცინო და ფინანსური დახმარების გაწევას.

მოვუწოდებთ, რომ თანხები დაუყოვნებლად იყოს ხელმისაწვდომი „ევროპაში ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივი პოლიტიკის განხორციელების (CARE)“ შესახებ წინადადების სწრაფი მიღებისა და ReactEU-ს საშუალებით. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც წასვლა სურს“ – აცხადებენ ევროპელი ლიდერები.

მათივე შეფასებით, უკრაინის ევროპული მისწრაფებებია აღიარებულია.

„ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არის ასახული. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მიერ საკუთარი ბედის არჩევის უფლების განხორციელებისას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და შესთავაზა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გასაგრძელებლად. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.  საბჭომ შესთავაზა კომისიას, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადებების შესახებ“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

„ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ, მხარს დავუჭერთ უკრაინის აღდგენას“  – ევროპა უკრაინას ამაგრებს

მსგავსი თემები