„კლავენ და მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები,  შურს ვიძიებთ“ – ომი უკრაინაში

უკრაინის თავდაცის მინისტრს განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს არ ინდობენ და მათ სამხედრო პირებივით, სისასტიკით უსწორდებიან.

„რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს ტერორისტული ომი. ისინი იქცევიან როგორც კრიმინალები და მშიშრები, კლავენ და მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები. 10 მარტის მდგომარეობით, რუსმა ინტერვენციონისტებმა უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე ჩვენი სამხედროები თავდაცვის სექტორის ყველა სტრუქტურიდან ბრძოლაში დაიღუპნენ. მინდა ეს არა მხოლოდ უკრაინაში გაიგონ, არამედ მთელ მსოფლიოში,“- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, დადგება დრო და ყველას მოუწევს პასუხის მიღება, შურისძიება აუცილებლად იქნება.

„მათ არ შეუძლიათ ბრძოლა ჩვენს ჯართან, მცველებთან, ამიტომ, ყველაზე დაუცველებს ესხმიან თავს. შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო. ყოველი რუსი ტერორისტი აგებს პასუხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“ –  აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

 

მსგავსი თემები