„დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები და ჯოჯოები“ – სააკაშვილის მორიგი მიმართვა ამერიკიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ნიუ-იორკიდან ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, ცოტაც მოითმინოს. მისი თქმით, ყველა ჩამოსვლაზე ესმის, რომ ადამიანები გარბიან საქართველოდან, დღეს ერთი ჩამოვიდა, ხვალ მეორე მოდის ოჯახში და ასე შემდეგ. მისივე თქმით, საუბარია კვალიფიციურ კადრზე რომელიც ქვეყანას ეცლება.   „ეს არის მაღალი კვალიფიკაციის ხალხი – ინჟინრები, აიტი სპეციალისტები, ოფიცრები მაღალი კვალიფიკაციით. ნუთუ გვინდა, რომ ჩვენი ბედი იყოს მომსახურე პერსონალი. მესმის, რომ შიმშილია საქართველოში მაგრამ მეც აქ მიცხოვრია. ამ შენობაში 1994 წელს ვმუშაობდი ამერიკაში, მაშინ 5 კინკილა ქართველი ვიყავით ამერიკაში. ძალიან მაგარ იურიდიულ ფირმაში ამიყვანეს. უზარმაზარი ხელფასი მქონდა,…

მეტი...

2,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია იმპორტირებული საქონლის ჩასანაცვლებლად – პრემიერის პირობა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარობა ბიზნესთან ერთად  2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას გეგმავს, რომ იმპორტირებული საქონელი ადგილობრივმა ჩაანაცვლოს. „ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ნინოწმინდაში ბევრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა პრივატიზება და დამუშავება უნდა მოხდეს. „შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ჩვენ თვითონ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი სახელმწიფო და ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა და მთლიანობაში…

მეტი...

მაკა მახარაძე გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდს უხელმძღვანელებს

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს.  მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო.  მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.  მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება  დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია : https://forgeo.ge/ka/register

მეტი...

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ ისევ იფეთქა

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია ისევ მძვინვარებს. სხვადასხვა პროვინციაში დაფიქსირებულია ვირუსის ახალ-ახალი კერები.  აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთს ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ინფექციის ახალ კერად პროვინცია ფუძიანი და ციუანჯოუ იქცა. 11 სექტემბერს ვირუსის 46 შემთხვევა დაფიქსირდა. 17 ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს, 883 ადამიანი კი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ქონდათ სპეციალურ ობსერვატორიაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ასევე, 11 სექტემბერს, ჰონგ კონგსა და ტაივანის პროვინციებში  ვირუსის  28 279 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კომიტეტის ინფორმაციით, 31 პროვინციაში 4 636 გარდაცვალებაც დაფიქსირდა. 

მეტი...

ვირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 541 610. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 72, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 198, კახეთი – 206, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მეტი...

ვირუსით 1838 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 605 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა    5 289 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.79%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  580 869-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.48%.

მეტი...

საქართველომ საჩუქრად „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო

ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. ვაქცინა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აჩუქა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ამით  წვლილი შეიტანეს უმნიშვნელოვანეს საქმეში და ,,სინოფარმის’’ ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. შეგახსენებთ, რომ ,,სინოფარმით“ აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ის დამზადებულია ჩინური წარმოების ტრადიციულ მეთოდზე.

მეტი...