ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ ისევ იფეთქა

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია ისევ მძვინვარებს. სხვადასხვა პროვინციაში დაფიქსირებულია ვირუსის ახალ-ახალი კერები.  აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთს ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ინფექციის ახალ კერად პროვინცია ფუძიანი და ციუანჯოუ იქცა.

11 სექტემბერს ვირუსის 46 შემთხვევა დაფიქსირდა. 17 ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს, 883 ადამიანი კი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ქონდათ სპეციალურ ობსერვატორიაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ასევე, 11 სექტემბერს, ჰონგ კონგსა და ტაივანის პროვინციებში  ვირუსის  28 279 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კომიტეტის ინფორმაციით, 31 პროვინციაში 4 636 გარდაცვალებაც დაფიქსირდა. 

მსგავსი თემები