“ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ!” – ნანა გეგჭკორი მიმართვას ავრცელებს

„ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც“,- ამერიკაში მოღვაწე ექიმი, ნანა გეგჭკორი მიმართვას ავრცელებს. „ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც. აცრის კომპoნენტები არ გადის პლაცენტის ბარიერს და ვერ მიაღწევს ნაყოფამდე. თქვენს მიერ გამომუშავებული ანტისხეულები კი გადიან პლაცენტის ბარიერს და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიტეტით დაიბადება. Pfizer-ზე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა რომ ორსულების აცრა უსაფრთხოა ნებისმიერ ტრიმესტრში. აცრა დაგიცავთ კოვიდის რთული ფორმებისგან და სიკვდილისგან. ვაქცინაციით უკვე მუცლაყოფნის ასაკიდან იზრუნებთ თქვენს პატარაზე. მეძუძურო დედებო, აიცერით სასწრაფოდ, გთხოვთ. უსაფრთხოა ვაქცინაცია თქვენთვისაც და პატარასთვისაც. აცრის კომპონენტები დედის რძეში…

მეტი...

არის ვაქცინა და არის საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ – ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი

“არის ვაქცინა და არის საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ,“ – ასე მიმართა საზოგადოებას ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აცრა აცრა პანდემიასთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალია. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება – სიყვარული. სიყვარული კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეზობელზე ზრუნვასაც გულისხმობს. შეიძლება მე ვფიქრობდე, რომ არ დავინფიცირდები, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. შემიძლია კი, ავიღო პასუხისმგებლობა, რომ მე არ ვიქნები ის, ვინც გადასდებს სხვას ვირუსს?”. – განაცხადა ათენის მთავარეპისკოპოსმა.

მეტი...

გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტროსთან

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრთან, გენერალ-მაიორ იულია ლაპუტინასთან შეხვედრა გამართა.  შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს – პარტნიორულ ურთიერთობებზე, უკრაინასა და საქართველოს შორის ვეტერანთა საერთაშორისო და ეროვნული რეინტეგრაციის პრაქტიკის გაცვლაზე, ისეთი ერთობლივი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში ვეტერანთა გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას.  შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი ილიაშენკო.…

მეტი...

“ღარიბაშვილს ვურჩევდი, გახარიას კომპლექსი რამენაირად დაძლიოს და საქმეს მიხედოს” – პარტია „საქართველოსთვის“

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას  „ფეისბუქ“ პოსტის მეშვეობით პასუხობს. ქემოკლიძის თქმით, ღარიბაშვილს ურჩევს, ფუჭი კომენტარების კეთების ნაცვლად, კოვიდ მენეჯმენტით დაკავდეს და საქმეს მიხედოს. „მოვისმინე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება და უნდა ვთქვა, რომ არ გაუმართლა ბ-ნ პრემიერს – კომენტარის დაწერა გადავწვიტე. 1. გახარია 2013 წელს ჩამოვიდა და 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიაო. ბ-ნი კობახიძე, ბ-ნი მდინარაძე და სხვები (მაშინდელ ენმ-ის წევრებზე აღარ ვსაუბრობ დღეს რომ ლურჯი მაისურები აცვიათ ამაყად) ალბათ 2011-2012 წელს განსაკუთრებით იბრძოდნენ „ღდო“-ს (ღრმა დაშიფვრის ოფიცერი) სტატუსით ხომ, რადგან…

მეტი...

27 აგვისტოდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება

2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე – განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. “შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ბათუმში ყვავილების მაღაზიაში გასაქურდად შესულმა პირმა 1 დოლარი მოიპარა

ბათუმში უჩვეულო ქურდობა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში მალულად შეაღწია და 1 დოლარი მოიპარა. “პრაიმტაიმს” ფაქტი შემთხვევის ადგილზე დაუდასტურეს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართულმა ჯარმა ღირსეულად იმსახურა და აქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მისიას დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია.  “ჩვენი 32 გმირი სამხედრო შეეწირა აღნიშნულ მისიას და ძალიან ბევრმა მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას ნატოსა და საერთაშორისო მისიებში, ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, რამდენიმე დღეა, საქართველო აქტიურად არის ჩართული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ტრანზიტული ფუნქციის შესრულების საკითხში. უკვე, დაახლოებით, 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტულად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ძალიან…

მეტი...

ქუთაისში კოვიდინფიცირებული 24 წლის ორსული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” საკეისრო კვეთის შემდეგ 24 წლის გოგო გარდაიცვალა. კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს. გადაუდებელი მდგომარეობის გამო, 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70% ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. 

მეტი...

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პანკისელებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პანკისელებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ გადაწყვეტილება ორსაათიანი სხდომის შედეგ მიიღო, მანამდე კი პრესისთვის პროცესი დახურულად გამოაცხადა. მან სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ადვოკატ ანა ლილუაშვილის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს პოზიცია არ შეუცვლია და ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.  ის დაკავებული ხუთი პირიდან ორს – მაგომედ მაჩალიკაშვილს და იუსუფ ცათიაშვილს იცავს. სუსის ინფორმაციით, პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ – ფარულ ჩანაწერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

მეტი...

ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, თოდუას კლინიკიდან 2 საათიანი კვლევების შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას ხერხემალი აწუხებს და არ არის გამორიცხული მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. კლინიკაში იმყოფებოდნენ ზურაბ ზვიადაურის ოჯახის ახლობლები და მისი ადვოკატი. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ზურაბ ზვიადაურს ხერხემლის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს, მას რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, კვლევების შემდეგ, მას ქირურგიული ჩარევა კიდევ ერთხელ დასჭირდეს. 9 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ზურაბ ზვიადაური დააკავეს. თელავის სასამართლომ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი,…

მეტი...

“გეგუთის გარდა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით გეგუთის გარდა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება. “მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და დიდი ნაწილი თანამშრომლების, ასევე, ბრალდებულების და მსჯავრდებულების, ორი დოზითაა ვაქცინირებული. ამდენად, ინფექციის შიდა გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა: თავდაპირველად, 1 შემთხვევა საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა, 2 ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება. ის მის თანამესაკნეებთან ერთად, უსიმპტომოა ყველა. რაც შეეხება გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში. ინფექციის შემთხვევები სხვაგან არსად დაფიქსირებულა,”-განაცხადაც თამარ გაბუნიამ. 

მეტი...

“არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან გამოიცა დეტალური რეკომენდაციები” – თაამრ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან გამოსცა დეტალური რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებს წესებს, როგორ უნდა ჩატარდეს შეხვედრა, ვის, რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, ვინ ექვემდებარება ვაქცინაციას და ეს პროცესი აქტიურია. „სხვა დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საარჩევნო პროცესში ამ რეკომენდაციების დაცვა. რა თქმა უნდა, მობილობის მატება, ზოგადად, არჩევნების პროცესში აღინიშნება და გასულ წელსაც ჩვენ გვქონდა იმის გამოცდილება, რომ თავად არჩევნების დღეს კი არა, ამასთან დაკავშირებული სხვა არაბუნებრივი მობილობა, ქუჩის აქციები, სხვა, ეს ყველაფეერი უფრო საზიანო აღმოჩნდა ეპიდემიური მიმდინარეობისას. ამდენად, ჩვენ დღეს გვაქვს…

მეტი...

“79 არავაქცინირებული გარდაცვლილი, ახლა აუცრელობა და ნიღბის არტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია” – ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას კვლავ აცრისკენ მოუწოდებს. კუმბეგოვის შეფასებით, “აუცრელობა და ნიღბის არ ტარება ომში დეზერტირობის ტოლფასია”. “79 არავაქცინირებული გარდაცვლილი. გთხოვთ, ატარეთ სამედიცინო ნიღაბი, სოციალური ურთიერთობები მაქსიმალურად შეამცირეთ და რაც შეიძლება სწრაფად, შენ და შენი ახლობლები ასაცრელად წადით! მეტი გზა უბრალოდ არაა, ომში ვართ და გენერლები არსად ჩანან,”- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვი. შეგახსნებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 1-26 აგვისტოს კი ვირუსს 1208 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 7 028 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

“ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე, შევახსენებ, რომ საქართველოში მოძალადეების დრო დასრულდა და ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში” – პრემიერი

მინდა, შევახსენო ოპონენტებს, რომლებიც საკუთარი ტელევიზიებით ჯერ კიდევ ძალადობენ მოსახლეობაზე და მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, პანიკას თესავენ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველოში მოძალადეების დრო დასრულდა და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია, იცის კეთილისა და ბოროტის, შავის და თეთრის გარჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, არსებობს რეალური, ხელშესახები პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, რეალური წარმოების განვითარების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, განათლების,…

მეტი...

“სამი წელი, 2024 წლამდე არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ეს უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარებისა და წინსვლის პერიოდი” – ირაკლი ღარიბაშვილი

მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები, რაც მართლაც უნიკალური პერიოდია, ვინაიდან თუ გადახედავთ ბოლო რვა წელიწადს, თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები; შვიდი არჩევნები რვა წელიწადში მართლაც ძალიან ბევრია. ასე დაემთხვა, მაგრამ ახლა ემთხვევა ისე, რომ სამი წელი არ იქნება არჩევნები – 2024 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარებისა და წინსვლის პერიოდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სამეგრელოს რეგიონში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული ახალი საწარმო დაფინანსდა და რამდენიმე ათეულ მილიონ…

მეტი...

საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო

საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, 48 წლის ქართველმა ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი ორი დღის წინ მოკლეს. მეგობარმა მამაკაცმა ის საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბერძენმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქის სხვა უბანში დააკავეს.

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, არ არსებობს საბოლოო მონაცემები „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის საჭიროების შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო მონაცემები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის საჭიროების შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის სარგებლის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გამაძლიერებელი დოზის საჭიროებასთნ დაკავშირებით შეხვედრა მკვლევრებმა და მარეგულირებელმა ექსპერტებმა გამართეს. „გამაძლიერებლებზე, უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის საბოლოო მისი სარგებლის თვალსაზრისით და ასევე ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ის უსაფრთხო, ეს უკვე ითქვა. მეორე პრობლემა არის, როდესაც ზოგიერთ ქვეყანას აქვს გამაძლიერებლების საშუალება, ზოგს კი პირველი და მეორე აცრებიც არ ჩაუტარებიათ. ეს მორალური…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,51 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,51 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,46 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –10,77 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 4 128 პირს დაუდასტურდა, 5 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი. გუშინ, 25 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 5 021 ადამიანი დაინფიცირდა, 5 041 გამოჯანმრთელდა, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 653 ტესტი. ამასთან, 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი.

მეტი...

ფინანსურმა პოლიციამ უაქციზო სიგარეტი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

ფინანსურმა პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გამოავლინა. დაკავებულია ორი პირი. მათ პროდუქციის შენახვა-გადაზიდვისა და შენახვაში ადანაშაულებენ. საუბარია სხვადასხვა დასახელების სიგარეტზე, რომელიც საბაზრო ღირებულება თითქმის 20 ათასი ლარია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ელით.

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ. რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდენენ. „სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს…

მეტი...

“მეწყრის საშიშროება აღარ არსებობს” – დღეს მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გაიხსნება

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩა დღეს დღის მეორე ნახევრიდან ორმხრივად გაიხსნება. კახი კალაძე ამბობს, რომ არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა და რომ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა. პარალელურად, დასრულდებულია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ზედა ფენაც დაიგება; უახლოეს მომავალში მაჭავარიანის ქუჩაზე ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.  

მეტი...

გურიაში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე პოლიცია ორ მამაკაცს ეძებს

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ ორ მამაკაცს, რომლებმაც გუშინ ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ბენზინგასამართის თანამშრომელს ჯიბიდან თანხის ამოღება აიძულეს და მიიმალნენ. კონკრეტულად, რა თანხაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

მეტი...

“საქართველოს ნამდვილად აქვს ამერიკის და ევროპის 32 ქვეყანაზე უფრო დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი” – ცერცვაძე

საქართველოს ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის მიუხედავად ნამდვილად აქვს ამერიკის და ევროპის 32 ქვეყანაზე უფრო დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, COVID ახალი შემთხვევების და COVID აქტიური ავადმყოფების კატასტროფულად მაღალი რიცხვის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვა ახერხებს მათ მართვას სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე. … 1. საქართველოს ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის მიუხედავად ნამდვილად აქვს ამერიკის და ევროპის 32 ქვეყანაზე უფრო დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი, ე.წ. CFR (case fatality rate), რაც კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი და უტყუარი მაჩვენებელია; 2. ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) გარდაცვლილი COVID ავადმყოფების რაოდენობა ძალიან…

მეტი...