“გახარიამ გუშინ 10 ტყუილი თქვა” – ხატია დეკანოიძე შს მინისტრს სიცრუეში ამხელს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინ გახარიამ ინტერვიუში 10 ტყუილი თქვა. დეკანოიძის აზრით, შს მინისტრის განცხადებები მხოლოდ პოსტის შენარჩუნებას ემსახურებოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მალე დადგება. “მინდა გამოვეხმაურო საქართველოს შს მინისტრის გიორგი გახარიას გაჟღერებულ უტიფარ ტყუილებს და ჩამოგითვალოთ ეს ტყუილები. ტყუილი ნომერი პირველი –  გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა დააკისრა ოპოზიციას გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანასათან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ წინა რამდენიმე კვირის მანძილზე ოპოზიცია ძალიან მკვეთრად და ხმამაღლა ამბობდა, რომ საქართველოში იგეგმებოდა სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა. იმ გავრილოვის ჩამოსვლა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების  აღიარების შესახებ. ასევე იმ გავრილოვის ჩამოსვლა რომელიც…

მეტი...

“ღვინოში და ყველა პროდუქტში ჩაგიფსით ყველას” – ნიკა გვარამიას მორიგი პოსტი

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გურჯაანელი და თელაველი მევენახეების პროტესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლებმაც დღეს გომბორის გადასახვევთან აქცია გამართეს და „რუსთავი 2“-ის შენობასთან მისვლასაც აპირებენ. „მოდიან სახელისუფლებო მეღვინეები რ2ის წინ საპროტესტოდ! ყოჩაღ ქართული სულის დამცველებო, ბიძინას მსახურებაში არ ამოგხდეთ ეგ სული, ოღონდ! და მთავარი: ღვინოში და ყველა პროდუქტში ჩაგიფსით ყველას, ვინც რუსეთის ბაზარზე თქვენი ხეირისთვის ქვეყნის ინტერესების გამყიდველ რეჟიმს დაუჭერთ მხარს და პუტინის სიკეთეებზე ამოგდით მზე და მთვარე! აი ასე, და კიდევ ათასგზის! პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს!“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში…

მეტი...

“პუტინის განცხადებაზე უნდა განხორციელდეს სწრაფი რეაგირება” – საპატრიარქოს განცხადება

“ვლადიმერ ​პუტინის განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისთვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება​”, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ საქართველოში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. „ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად…

მეტი...

გორში ერთ-ერთ ქუჩას მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელი დაერქმევა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ნანიკო ბერიაშვილის სახელი დარქმევა. გასული წლის ოქტომბერში მოკლული 9 წლის გოგონას სახელის მინიჭების ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის სურვილით წამოაყენა. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილი გოგონას საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ნანიკოს სახელობის სკვერის მოწყობასაც გეგმავს. „ოჯახის სურვილი იყო და სხდომაზე ინიციატივა წარვადგინე. ამ ტკივილს ოჯახს ვერ შევუმსუბუქებთ, მაგრამ ბავშვის სახელი დარჩება ამ ქუჩას. ეს იყო ძალადობა და ნანიკო ამ ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვფიქრობ, ყველას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა და ყველამ, მათ შორის ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, რომ მომავალში მსგავსი საშინელება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ,…

მეტი...

უკრაინელმა წამყვანმა პუტინს აგინა (ვიდეო)

უკრაინელმა წამყვანმა, არტიომ ოვდიენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა.  “რუსთავი 2”-ელი კოლეგა ტყუილს არ ამბობს. რაც უფრო მალე გნახავთ კუბოში თეთრი ფეხსაცმელებით, მით უფრო ბევრ “საფერავსა” და “წინანდალს” დავლევთ ამ ბედნიერი დღის აღსანიშნავად. მაგრამ სანამ ბოტოქსს ბოლომდე არ შთაუნთქავს შენი ტვინი, იქნებ მითხრათ, რატომ მოდიხართ ჩვენთან. რატომ მოიწევ და მოიწევ ჩვენკენ? – უკრაინისკენ, საქართველოსკენ, მოლდოვისკე”, – ამბობს უკრაინელი წამყვანი თავის მონოლოგში. ოვდიენკოს თქმით, სანამ რუსები დუმან, პუტინი უკრაინისკენ მიიწევს თავისი “წყეული სიყვარულით”. სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინელებმა მხარი უნდა დაუჭირონ თავიანთ ქართველ ძმებს და დაიცვან რუსული სამყაროსგან, სანამ პუტინი არ ჩაძაღლდება.…

მეტი...

მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, მაია სანდუს სურს, რომ, იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით,  დახმარება მიიღოს საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისგან. „ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ, აგვისტოს ბოლომდე, ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, – განაცხადა მაია სანდუმ. მოლდოვის პრემიერის თქმით, ახლა ბიუჯეტში არ არის თანხა უცხოელი ექსპერტების გუნდის მოსაწვევად, თუმცა, მაია სანდუს საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს. მიხეილ სააკაშვილმა ადრე გამოხატა მხარდაჭერა სანდუს მთავრობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

მეტი...

“ოსებს და აფხაზებს მიაჩნიათ, რომ 92-93 წელს აფხაზ ხალხს, ქართველებმა გაუკეთეს გენოციდი” – ადა მარშანია

“მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი”, – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ დღეს გააკეთა. მისი განმარტებით, ამ ფაქტზე საუბარი დღესდღეობით, ქართველ საზოგადოებას არ უყვარს.  „პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ, ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს, მისი, ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა…

მეტი...

ჩაძირული, საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ხომალდიდან რადიაცია ჟონავს

ბარენცის ზღვაში, ნორვეგიის სანაპიროდან 418 კმ-ში, ჩაძირული, საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ხომალდიდან რადიაცია ჟონავს.  როგორც კვლევის პირველადი შედეგები მიუთითებს, ჩაძირული, საბჭოთა ხომალდის სავენტილაციო სადინარის სიახლოვეს, წყალში, რადიაციის დონე 800 000-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. როგორც მკვლევართა მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნული სავენტილაციო სადინარიდან რადიაციის გაჟონვა 1990-იან წლებსა და შემდეგ 2007 წელსაც დადასტურდა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, ჰილდე ელისეს განცხადებით, მართალია, რადიაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი დასაშვებზე მაღალია, მაგრამ ის საფრთხეს არ წარმოადგენს ნორვეგიის მეთევზეობისა და ზღვის პროდუქტებისთვის. მკვლევართა ჯგუფი აღებული ნიმუშების დეტალურ ანალიზსა და ჩაძირული ხომალდის აქტიურ მონიტორინგს გეგმავს. საბჭოთა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა „K-278 კომსომოლეცმა“ კატასტროფა 1989 წლის…

მეტი...

პარლამენტარების მივლინებაზე ბიუჯეტიდან 1644 463 34 ლარი დაიხარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარადგინა. მის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოს პარლამენტის 106 წევრის მივლინებაზე ბიუჯეტიდან, 1644 463 34 ლარი დაიხარჯა. პარლამენტის წევრთა შორის, სამსახურებრივ მივლინებებში ყველაზე ბევრჯერ, ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე, გიგი წერეთელი (29 მივლინება – 126856.92 ლარი) და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია (23 მივლინება – 77742.69 ლარი) იყვნენ. “ზოგჯერ პარლამენტის წევრის მივლინებების რაოდენობა და ხანგრძლივობა განპირობებული იყო მისი თანამდებობით ან შესაბამისი კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებით,” – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში. “საპარლამენტო დელეგაციისა და პარლამენტის…

მეტი...

“აკაკი ზოიძემ ყველას თავისი სახელი დაარქვა“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მან ყველას თავისი სახელი დაარქვა. „ყველას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. აკაკი ზოიძემ ყველას თავისი სახელი დაარქვა და ამისათვის,  „ნაც.მოძრაობის“ სამიზნე გახდა. სიმართლე მათთვის მიუღებელია. მით უმეტეს, დასაბუთებული. ქვეყნის მტრებს, მტრები უნდა ვუწოდოთ. გზააბნეულებს – გზააბნეულები, გულწრფელებს – გულწრფელები. აკაკის სრული თანადგომა ჩემგან!“ წერს დიმიტრი ხუნდაძე. შეგახსენებთ, რომ დეპუტატ აკაკი ზოიძის განცხადება მე-5 კოლონასთან დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის წინ მდგომ ახალგაზრდებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ზოიძემ მათ მე-5 კოლონა უწოდა. თავად დეპუტატი კი განმარტავს რომ…

მეტი...

“უცხოელები, შოკში არიან იმ კადრებით, სადაც პოლიტიკოსები ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ” – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრის განცხადებები, დამატებით შეფასებებს არ საჭიროებს. მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ, სახელმწიფო ინსტიტუტებში შეჭრას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ეს არის, ნებისმიერი ცივილიზებული განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის, სრულიად შოკისმომგვრელი,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

მეტი...

“მოყოჩაღდა, დაცანცარებს მთელი დღე”- ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს

თბილისის ზოოპარკს, ირმის ნაშიერი შეემატა. ნუკრის სქესი, ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც თბილისის ზოოპარკში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ზოოპარკში, ბევრი ახალშობილია და თითქმის ყველა ვოლიერში მეძუძური დედაა განთავსებული. თბილისის ზოოპარკი, დამთვალიერებელს ახალშობილების გასაცნობად მასპინძლობს.  “ამ ბოლო დროს ზოოპარკში იმდენი პატარა გაგვიჩნდა, რომელ ვოლიერშიც არ უნდა შეიხედო, ლამის ყველგან მეძუძურ, ან ბავშვატატებულ დედას მოჰკრავ თვალს. ეს კეთილშობილი ირმის ნაშიერია. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გოგოა თუ ბიჭი, ჯერ არ ვიცით, რადგან ახლოს ვერ მივდივართ და ასე, შორიდან ვუჭვრიტინებთ ამ წვრილკანჭა სილამაზეს. თავიდან, სულ ციცქნა რომ იყო, ძირითადად იწვა და დედას ელოდებოდა, როდის მიაკითხავდა და მიართმევდა რძეს. ახლა უკვე მოყოჩაღდა. დაცანცარებს…

მეტი...

ელექტრო ველოსიპედების და სკუტერებისთვის, ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები მოეწყობა

თბილისში ელექტრო ველოსიპედების და სკუტერებისთვის, სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები მოეწყობა. თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძეს განცხადებით, ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების განთავსება მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი. „თბილისის საკრებულოში განვიხილავთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემდეგაც ეკო-ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება. ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი სისტემურად მოწესრიგდება. საკრებულოს დადგენილების მიღების შემდეგ, ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების განთავსება მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მეტი...

“გახარიას გადადგომის მოთხოვნა დესტრუქციული ძალებისგან მომდინარეობს” – დავით მათიკაშვილი

“გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა არის აბსურდული, ეს არის ზუსტად იმ დესტრუქციული ძალებიდან მომდინარე, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება 20-21 ივნისს შტურმს და ძალადობრივ ქმედებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დესტრუქციული ძალის მიზანია, პოლიციის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული. „გიორგი გახარია და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მათ ქვეყანა იხსნეს იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან, რომელიც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარდა მოვლენები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად…

მეტი...

“გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სამების ტაძარში ქადაგებისას მრევლს სიყვარულისკენ მოუწოდა. პატრიარქმა ყურადღება იმ ადამიანებზეც გაამახვილა, რომლებიც სხვა ადამიანში ნაკლს ეძებენ და მოუწოდა პირველრიგში საკუთარ თავში ეძიონ ნაკლი. “ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ოჯახის ისტორია: მეუღლე ეხვეწება ქმარს, რომ მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა შენი ერთგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მახლავს მე, რა ნაკლი მაქვსო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა რა დავწეროო და მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მინდა გირჩიოთ ყველას – გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი,…

მეტი...

გემთმფლობელებს საქართველოს ნავსადგურში შესვლისას შეღავათები დაუწესდათ

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს შეღავათები დაუწესდათ. სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად, თუ გემი ერთსა და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში საფასური 50%-ით შეუმცირდებათ. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, აქამდე არსებული წესის თანახმად, გემს საქართველოს თითოეულ ნავსადგურში შესვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადა, რის გამოც, გემთმფლობელები თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) დაცლას, რაც ტვირთების მიმღები…

მეტი...

„წლებია, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს, ამ ადამიანებს გავრილოვმა გაახსენა?“ – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის შეფასება მე-5 კოლონასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს არ ეხებოდა, როგორც ამას, სათავისოდ „ნაციონალური მოძრობა“ იყენებს. როგორც ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ შემთხვევაშიც, ოპონენტები, თავიანთ ხრიკს აქტიურად იყენებენ. „ეს არის „ნაციონალების“ ჩვეული ხრიკი. მათ უნდათ, საზოგადოებაში უარყოფითი განწყობები გააჩინონ ჩვენი თანაგუნდელის, აკაკი ზოიძის მიმართ, რომელიც გამოირჩევა თავისი ჰუმანურობით და გაწონასწორებულობით. ზოიძის შეფასებები 20 ივნისს დაწყებულ პროცესებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მორაობა მე-5 კოლონის როლს ასრულებს ამ აქციებში, აქციების ორგანიზატორთა იმ ნაწილს ეხება, ვისაც ვიწრო პარტიული და არა სახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ. დანარჩენები კი…

მეტი...

“მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოში”- აშშ-ის ელჩი

საქართველოში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, რუსეთს მოუწოდებს, განაახლოს ფრენები საქართველოში. ის დადებითად აფასებს, რუსეთისა და საქართველოს ლიდერების მზადყოფნას, ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურებისთვის. “აშშ შეშფოთებით უყურებდა იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა და დუმის წევრები განიხილავდნენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში, რადგან აქ მთელი მსოფლიოდან ტურისტებს მიესალმებიან და ისინი უსაფრთხოდ არიან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

მეტი...

„თუ რუსეთი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში ხელს გვიშლის, გავწყვიტოთ ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა” – დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია – “არა ოკუპაციას” მასშტაბური არ არის. მისი შეფასებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნები არაეკონომიკური და არაპოლიტიკურია. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოწოდებები, რომ რუსეთი არ გვჭიდება და მის მიერ დაწესებული ემბარგო საქართველოს წაადგება, აბსურდია. „ეს აქციები მასშტაბური არ არის. მოთხოვნები არაეკონომიკური და არაპოლიტიკურია. არის კონკრეტულ ადამიანის გადაყენებაზე საუბარი. არ მგონია, ეს ინვესტორებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს და ქვეყანაში არეულობა ღვთის წყალობით არ იგრძნობა. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხია თვითონ ორგანიზებული და იცავენ წესრიგს, რომლეიც…

მეტი...

“საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად” – აშშ-ის ელჩი

“საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ელიზაბეთ რუდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის, პარტნიორობა, ისეთ სფეროში, როგორიცაა უსაფრთხოება და სამხედრო თანამშრომლობა, ძლიერია. „ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობაც და ასევე თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებთან. ბათუმში მეორე დღეა მიმდინარეობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი…

მეტი...

“საქართველოს თავისი ადგილმდებარეობა, მეტ ინვესტიციას მოუტანს”- მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეისთვის არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ევროპისა და აზიის დერეფანში. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილმდებარეობა საქართველოს, სამომავლოდ მეტ ინვესტიციას მოუტანს.  “საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ინფრასტრუქტურის შექმნაში, რათა ჩვენი ქვეყანა უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო. ეს ყველაფერი კი, შავი ზღვის მეშვეობით ხორციელდება, რაც უსაფრთხოების დაცვას საჭიროებს. ჩვენ ვაშენებთ ტრასას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც რა საკვირველია, ჩვენს ქვეყანას და არა მარტო ჩვენს ქვეყანას, ასევე აზიასა და ევროპას მისცემს საშუალებას, უკეთ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მიხარია, რომ ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასა არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილი და ფაქტიურად,…

მეტი...

“მოსახლეობისა და ტურისტებისთვის უკეთესი იქნება, თუ სანქციები მოიხსნება“ – საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ფიქრობს, რომ გავრილოვთან დაკავშირებით, თბილისში მომხდარ ამბებზე, რუსეთის რეაქცია ბუნებრივი იყო. ფრანგი დიპლომატის შეფასებით, ემოციების დახარჯვის შემდეგ, ყველაფერი ჩვეულ ფორმებში დაბრუნდება. „თუ ვაღიარებთ, რომ გავრილოვის სპიკერატში ჯდომის გამო საქართველოში ჰქონდათ რეაქცია, ბუნებრივია, შეგვიძლია მხედველობაში მივიღოთ ისიც, რომ რუსეთშიც ექნებოდათ ემოციური რეაქცია, როცა დუმის წევრების დამალვა და შემდეგ გამოშვება გახდა აუცილებელი. ჩემი შეფასებით, მას შემდეგ, რაც ყველა გამოხატავს ემოციასა და გრძნობებს, დადგება დრო და ყველაფერი დაუბრუნდება რეალობასა და პასუხისმგებლობაა“ – აღნიშნა დიპლომატმა. მისივე შეფასებით, ვლადიმერ პუტინის განცხადება დამატებითი სანქციების არ ამოქმედებაზე, პოზიტიური ნაბიჯი იყო: „განცხადება,…

მეტი...

“საპროცესო შეთანხმების უფლება მოსამართლეებსაც უნდა მიენიჭოთ” – ადვოკატები

ადვოკატების ინიციატივით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების უფლება, კანონმდებლობით, პროკურატურის გარდა, მოსამართლეებსაც უნდა მიენიჭოთ. როგორც ადვოკატებმა, ლექსო კობაიძემ და ანა ჟღენტმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს,  აღნიშნული ინიციატივა, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, სასჯელზე ნაკლები დაუწესოს ბრალდებულს. “ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი შემოვდივართ ინიციატივით ქართულ მართლმსაჯულებაში, რომ სხვა მიდგომა იყოს საპროცესო შეთანხმებაში. დღეს, მხოლოდ პროკურორს და ბრალდებულს აქვს უფლება, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება. სასამართლო შტოს კი – არა. პენიტენციური დაწესებულებები სავსეა პატიმრებით. თავად სასამართლოში, ბევრ ადამიანს უწევს მართლმსაჯულების აღსრულება და ამას გარკვეული დრო მიაქვს სასამართლოსგან, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ხან პროკურატურაა წინააღმდეგი, ხან დაცვის მხარე, იმ პირობებით რასაც პროკურატურა სთავაზობს, ” – განაცხადა ადვოკატმა ლექსო…

მეტი...

„აჭარიდან, კომპანიების უმრავლესობა, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს“ – ბიზნესომბუდსმენი

 „2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა  მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს“ – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში ადგილობრივი  სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „თბილისის შემდეგ ბიზნესი   მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავს და  ძირითად შემთხვევებში,  ბათუმის მერიასთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც ბიზნეს გარემოს გამოწვევად რჩება ბიუროკრატია ადგილობრივ თვითმმართველობებში“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, მთავარი, რასაც ბიზნესი რეგიონებში ითხოვს, ეს არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება. „თბილისის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე აქტიური  რეგიონი აჭარაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ  ამ რეგიონში განსაკუთრებით…

მეტი...

“მელიას რომ ეთქვა მაჯაზე არ მინდა და ერთ ადგილას გამიკეთეთო – გაუკეთებდნენ?” – ადვოკატი

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიასთვის სპეციალური სამაჯურის დამაგრება ფეხზე უნდა მომხდარიყო და არა, ხელზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, ქვედა კიდურზე მხოლოდ იმ შეთხვევაში შეიძლებოდა უარის თქმა, თუ ადამიანს ფეხი არ აქვს. ,,თუ, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სამაჯურის (გადამცემის) დამაგრება მსჯავრდებულის ქვედა კიდურზე, სამაჯური (გადამცემი) მაგრდება მსჯავრდებულის მაჯაზე,” – ეს წესი არეგულირებს მსჯავრდებულის მიმართ სამაჯურის გამოყენების წესს. თუმცა, ბრალდებულის მიმართ ეს წესი არ მოქმედებს. ანუ მელიას, რომ ეთქვა მაჯაზე არ მინდა და ერთ ადგილას გამიკეთეთო – გაუკეთებდნენ ერთ ადგილას? მეორე: კარგით, თუ ესე ეხება ბრალდებულსაც, აღნიშნული წესი ითვალისწინებს, რომ ქვედა კიდურზე…

მეტი...