პარლამენტარების მივლინებაზე ბიუჯეტიდან 1644 463 34 ლარი დაიხარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარადგინა. მის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოს პარლამენტის 106 წევრის მივლინებაზე ბიუჯეტიდან, 1644 463 34 ლარი დაიხარჯა.

პარლამენტის წევრთა შორის, სამსახურებრივ მივლინებებში ყველაზე ბევრჯერ, ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე, გიგი წერეთელი (29 მივლინება – 126856.92 ლარი) და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია (23 მივლინება – 77742.69 ლარი) იყვნენ.

“ზოგჯერ პარლამენტის წევრის მივლინებების რაოდენობა და ხანგრძლივობა განპირობებული იყო მისი თანამდებობით ან შესაბამისი კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებით,” – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში.

“საპარლამენტო დელეგაციისა და პარლამენტის წევრის მივლინებების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ის მოადგილე, რომელიც დროებით ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას. პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრებამდე, როგორც წესი, ერთი კვირით ადრე შეავსონ სამივლინებო განაცხადი, რომელშიც უნდა მიუთითონ სამსახურებრივი მივლინების მიზანი, საფუძველი, ადგილი, სადღეღამისო მგზავრობის, განთავსებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა სამივლინებო დამატებითი ხარჯები და მათი გამღები მხარე” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსგავსი თემები