ელექტრო ველოსიპედების და სკუტერებისთვის, ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები მოეწყობა

თბილისში ელექტრო ველოსიპედების და სკუტერებისთვის, სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები მოეწყობა.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძეს განცხადებით, ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების განთავსება მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი.

„თბილისის საკრებულოში განვიხილავთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემდეგაც ეკო-ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება. ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი სისტემურად მოწესრიგდება. საკრებულოს დადგენილების მიღების შემდეგ, ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების განთავსება მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მსგავსი თემები