„თუ რუსეთი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში ხელს გვიშლის, გავწყვიტოთ ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა” – დავით ჭიჭინაძე

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია – “არა ოკუპაციას” მასშტაბური არ არის. მისი შეფასებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნები არაეკონომიკური და არაპოლიტიკურია.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოწოდებები, რომ რუსეთი არ გვჭიდება და მის მიერ დაწესებული ემბარგო საქართველოს წაადგება, აბსურდია.

„ეს აქციები მასშტაბური არ არის. მოთხოვნები არაეკონომიკური და არაპოლიტიკურია. არის კონკრეტულ ადამიანის გადაყენებაზე საუბარი. არ მგონია, ეს ინვესტორებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს და ქვეყანაში არეულობა ღვთის წყალობით არ იგრძნობა. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხია თვითონ ორგანიზებული და იცავენ წესრიგს, რომლეიც ქვეყანას სჭირდება. ინვესტორები კი მაშინ გარბიან ქვეყნიდან, როდესაც კრიმინალი იზრდება, როდესაც დაუცველობის სინდრომი ჩნდება. ვფიქრობ, ქვეყანაში ეს სინდრომი არ არსებობს. განცხადებები, რომ რუსეთის ბაზარი არ გვჭირდება, არ არის მართებული. თუ რუსეთი არ გვჭირდება და ჩვენს ეკონომიკას რუსეთის მხრიდან ემბარგო კარგად წაადგება, მაშინ ჩვენ თავად ჩავკეტოთ საზღვარი და არაფერი გავიტანოთ. თუ რუსეთი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში ხელს გვიშლის, მაშინ გავწყვიტოთ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა. ეს ხომ აბსურდია რასაც ჩვენ ვისმენთ. მსგავსი განცხადებები ძალიან დამანგრეველია,”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები