“საქართველოს თავისი ადგილმდებარეობა, მეტ ინვესტიციას მოუტანს”- მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეისთვის არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ევროპისა და აზიის დერეფანში. ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილმდებარეობა საქართველოს, სამომავლოდ მეტ ინვესტიციას მოუტანს. 

“საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ინფრასტრუქტურის შექმნაში, რათა ჩვენი ქვეყანა უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო. ეს ყველაფერი კი, შავი ზღვის მეშვეობით ხორციელდება, რაც უსაფრთხოების დაცვას საჭიროებს. ჩვენ ვაშენებთ ტრასას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც რა საკვირველია, ჩვენს ქვეყანას და არა მარტო ჩვენს ქვეყანას, ასევე აზიასა და ევროპას მისცემს საშუალებას, უკეთ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მიხარია, რომ ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასა არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილი და ფაქტიურად, სწორედ საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ, ამ პოტენციალმა მოგვცა საშუალება, ბაზრები დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან. აეროპორტი, რომელსაც საუბარი შეეხო, ჩვენი ტრანსევროპული ინვესტიციების გეგმის ნაწილია. ასევე ჩართული ვართ ჩვენი რკინიგზის მოდერნიზებაში, რომელიც ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს ინფრასტრუქტურაში, ტვირთებისა და მგზავრების მომსახურებისთვის. ეს ყველაფერი კი, შავი ზღვის მეშვეობით ხორციელდება, რაც უსაფრთხოების დაცვას საჭიროებს“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბათუმში მეორე დღეა, მიმდინარეობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.  კონფერენცია გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.

მსგავსი თემები