“ალბათ, მის უწმინდესობასაც აწყობდა მშვიდი გარემოებით ამ ყველაფრის ჩამალვა და ჩაფარცხვა” – მღვდელ

“მეუფე პეტრეს ამით ვერ შეაშინებენ. ეკლესიის წიაღში ასეთი სიბნელის დამკვიდრება, რომელსაც დღეს ცდილობენ, ვერც ეკლესიას განავითარებს და ვერც ქვეყანას. ორივეს ერთად დაღუპავს და ამ დაღუპვის ხელის მომწერი იქნება საქართველოს პატრიარქი”, – აღნიშნული განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მღვდელ-მონაზონის განცხადებით, საულიერო პირების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მეუფე პეტრეზე ზეწოლა მოახდინონ. მისი თქმით, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას მხარს არ დაუჭერს. “პატრიარქის ხელით მოინდომეს მოსუფთავება გზის. სინამდვილეში მეუფეს სიტყვებს და სიმართლეს ვერ განერიდებიან და შეუძლებელია თავიდან აირიდონ. ალბათ, მის უწმინდესობასაც აწყობდა ესეთი მშვიდი გარემოებით, ამ ყველაფრის ჩამალვა და ჩაფარცხვა, მაგრამ…

“პატრიარქს პირდაპირ თუ ირიბად აკრიტიკებენ, მისი ქმედებებიდან გამომდინარე” – მღვდელ-მონაზონი

“დაგროვილ კითხვებზე, თავად მისი უწმინდესობა უნდა სცემდეს პასუხს და ჩვენ ამდენი მსჯელობა, თავის არიდება აღარ მოგვიწევს. მას აქვს უდიდესი ავტორიტეტი და მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ეს პასუხები უნდა გაიცეს. როცა ეს არ ხდება ავტორიტეტიც ქვეითდება” – აღნიშნული განცხადება, მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა და მამა გიოგრი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მღვდელ-მონაზონის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი, მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობით უნდა დაინტერესებულიყო. მღვდელ მონაზონი ანდრია სარია მიიჩნდევს, რომ მისი უწმინდესობის დუმილი, კრიტიკას იწვევს. “მამა გიორგი მამალაძე თავიდანვე ამბობდა, რომ ის მეუფე იაკობის ტყვეა. შემდეგ ის შეფასდა როგორც ეკლესიის, საპატრიარქოს ტყვე. პრობლემას აჩენს…

“სინანულის ჯერია, მეუფე რომელიც იგინება, დროა, მონასტერში წავიდეს” – მღვდელ-მონაზონი

“ზედმეტად ამბიციური განცხადებები, რომელიც მღვდელმთავარს არ ეკადრება”, – ასე აფასებს მღვდელ-მონაზონი, ანდრია სარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს. დეკანოზი მეუფე პეტრეს ნათქვამს იზიარებს და ამბობს, რომ დროა, მეუფე იაკობმა ცოდვები მოინანიოს და მონასტერში წავიდეს. “მეუფე პეტრემ კარგი კვალიფიკაცია მისცა მეუფე იაკობს – სინანულის ჯერია, დროა მონასტერში წავიდეს. მე სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ მღვდელმთავარი, რომელიც იგინება, მინიმუმ, ბოდიშს კი არა, სინანულისთვის უნდა ემზადებოდეს”, – განაცხადა დეკანოზმა.  დეკანოზის თქმით, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია. “მეუფე პეტრეს, პირველ რიგში, სიმართლის ეშინია, მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის გვერდიგვერდ დაყენება სირცხვილია. მეუფე პეტრე ამბობს,…

„ჩვენი სურვილი არ არის, მაგინებელ და მაწყევარ სასულიერო პირებთან ვასოცირდებოდეთ” – მღვდელ-მონაზონი

“ეკლესიას აქვს ნდობა, მაგრამ ამ ნდობას კითხვის ნიშნები გაუჩნდა დროთა განმავლობაში. საპატრიარქო დუმს, ჩემთვის ეს ცალსახაა. ალბათ, იმ პრობლემებზე მსჯელობას გაურბიან, რა პრობლემების წინაშეც დგას ეკლესია”, – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიანი პროცესები განიხილა. მღვდელ-მონაზონი ანდრიას განცხადებით, საერო პირების მხრიდან სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას. მისი თქმით, თუ სინოდი არ განიხილავს, იმ მოვლენებს რაც ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო განვითარდა, შესაძლოა ეკლესიის სანდოობას კითხვის ნიშნები გაუჩნდეს. “ეკლესიაში სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სპეკულაციებს. საერო ხალხი გამოდის ეკლესიის სახელით სატელევიზიო ეთერით და სხვადასხვა განცხადებები კეთდებოდა შეთქმულების…

„საპატრიარქო მთავარი მოტივატორია, მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს სინოდის მოწვევა“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია

„საპატრიარქოს ადმინისტრაციის, თავმჯდომარის მხრიდან კეთდება სინოდის მოწვევა, რაც დღემდე არ მომხდარა. სწორედ ესაა პრობლემა  – თემების განუხილველობა’’ – აღნიშნული განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც სინოდის წევრების, ისე თეოლოგების სურვილია, სინოდი რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს. „ერთხელ და სამუდამოდ,  სრულად უნდა შეფასდეს მოვლენები. მით უფრო, რომ მსგავსი პრობლემური საკითხი არაერთი გვაქვს. სანამ, ეს არ შეფასდება და სანამ ადამიანების შეურაცხყოფამდე, ვიღაც კონკრეტულ საერო და სასულიერო პირებს შორის დადის საუბრები, მანამდე  ჩაკეტილობა და  მდუმარება იქნება. განუსჯელობაა ამ ყველაფრის სახე.  ხედავთ, რომ ყველა მღვდელმსახურს სურს, რომ მიმდინარეობდეს განსჯა, მაგრამ…

„თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ. ეს არის საპატრიარქოს ადმინისტრაციის სახე“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია  

საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ხმაურიან პროცესებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ. „მიმდინარე მოვლენები არაა ხალი და თქვენ იცით, რომ მერამდენე წელია მიმდინარეობს ღია მსჯელობები საეკლესიო თემატიკაზე. მეუფე იაკობის განცხადებამ ფაქტობრივად ხელახლა განაახლა ეს თემა სამსჯელოდ. თუმცა, არც ისე მოულოდნელია ეს. საპატრიარქოს ადმინისტრაციის შეუფერებელი მეთოდები, განცხადებები არაერთხელ გვიმხელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ესაა საპატრიარქოს ადმინისტრაციის სახე. ეს რა თქმა უნდა, იწვევს სიბრალულს. სასულიერო პირი არ უნდა საუბრობდეს ასეთი ლექსიკით. ხოლო შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, როგორც საეკლესიო, ისე საერო ხელისუფლების ინტერესში…

“გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება” – ილია მეორე უდაბნოსა და ჩიჩხიტურის საკითხზე, კავკასიის მუსლიმთა ხელმძღვანელს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორე დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ წერილს აქვეყნებს. “მედიაცენტრი მთავარი” სრულად გთავაზობთ პატრიარქის მიერ გაგზავნილი წერილის ტექსტს. „თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან საცხოვრისს – უდაბნოსა და ჩიჩხიტურს იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ცხადია: 1938 და 1996 წლების დადგენილებებით ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო…

პატრიარქი შს მინისტრს, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. “მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო:საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოსა და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წ. 5-7 მარტს და 1996 წ. 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით. ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცდა

ააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის რუსლან აბაშიძის მიერ წარმოდგენილი, ავტონომირუი რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ მარგიანი დაინიშნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ივანე დოლიძე დაინიშნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობას ქეთევან ბაკარაძე შეასრულებს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე იქნება; ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოვალობას დავით გვაძაბია შეასრულებს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების…

გაგრის გათავისუფლება და საზღვარი ფსოუზე – ისტორიული გაკვეთილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და საზოგადოებრივ კავშირ „გაგრას“ მხარდაჭერით, 100 წლის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთის ავტონომიის შემადგენლობაში გაგრის დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეამ უმასპინძლა. აფხაზეთში, საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, გაგრის დასაბრუნებლად წარმოებული სამხედრო და პოლიტიკურ-დიპლომატიურ პერიპეტიებთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ისაუბრა. მან სოხუმის ოკრუგისა და ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობიდან გაგრის გამოყოფის (1904 წლის 25 დეკემბერი), ხოლო 1917 წლის 7 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის (მთავრობის) დადგენილებით გაგრის კვლავ დაბრუნების ისტორია გაახსენა. როგორც ჯემალ გამხაიამ აღნიშნა, რუსეთის მთავრობა (წითლებიც და თეთრებიც)…

მუსლიმთა მუფტი ადასტურებს, რომ ყალბი ცნობის გაცემას სთხოვდნენ – ინტერვიუ „მთავართან“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს პარლამენტისგან არა მხოლოდ ჯარში გაწვევის გადავადებას ითხოვს, არამედ, ეკონომიკურ და სხვა სახის შეღავათებსაც ელოდება.       „მედიაცენტრი მთავარი“ სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილეს ადამ შანთაძეს ესაუბრა, რომელმაც კონკრეტული პრობლემები წამოწია. „მედიაცენტრი მთავარი:“ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, სასულიერო პირები იმ შეღავათებით ვერ ისარგებლებთ, რასაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება ჰქვია. რა პრობლემა გექმნებათ რეალურად? ადამ შანთაძე:  ხომ არის თანაბარი მიდგომა ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ? ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, თუ ჯარში სამსახური სავალდებულო იქნება. მთავარია, სხვადასხვა კონფესიასთან დაკავშირებით არსებული  მიდგომა. კანონი ყველაზე თანაბრად უნდა მოქმედებდეს. თუ სამხედრო სამსახური სავალდებულო…

ჯარში გაწვევაზე შეღავათები ყველა რელიგიური კონფესიისთვის თანაბარი უნდა იყოს – ადამ შანთაძე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე აცხადებს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი და დაწესებული შეღავათები, ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის მიმართ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.    ადამ შანთაძემ “მედიაცენტრ მთავარში” იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მომზადდა. ამ საკითხზე ქვეყანაში მოქმედი რელიგიური კონფეციების წარმომადგენლები გუშინ, პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ. ადამ შანთაძის ინფორმაციით, სესიაშვილმა მოისმინა მათი მოსაზრებები და საკითხის ირგვლივ თანამშრომლობისა და კონსულტაციების მზაობა გამოთქვა. მორიგი შეხვედრა ​ერთ კვირაში გაიმართება. “მიგვაჩნია, რომ ჯარში გაწვევის შესახებ კანონი ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ თანაბარი უნდა იყოს. სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება…

შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება – ქუთაისის მერია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დროს დაშვებულ შეცდომას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდზე განთავსებულ ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრულ ციტატაზე ავტორის ვინაობა შეცდმობით არის მითითებული,  უმოკლეს დროში გამოასწორებს. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ეს ტექნიკური სახის შეცდომაა და შექმნილი უხერხულობისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდიან. “აბსოლუტურად გასაგებია, მოქალაქეების სამართლიანი წუხილი და შეშფოთება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება”, – აცხადებენ მერიაში. აღსანიშნავია, რომ ხანრძლივი საერაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ქუთაისის თეთრი ხიდი საზეიმო ვითარებაში ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 3 ნოემბერს გახსნა. სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხიდის ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით…

რეზერვისტთა მე-12-ე ბატალიონის ყოფილი მეთაურის მიმართვა  

2005-2008 წლებში გურიის რეზერვისტთა ერთ-ერთი წარმატებული ბატალიონის მეთაური  ზვიად უნგიაძე  ახალგაზრდა სამტრედიალ მოხალისეებს ეძებს, რომლებიც 20-21 წლის ასაკში, სრულიად გამოუცდელები სამშობლოს დასაცავად თავიანთი სურვილით ჩაერთვნენ. ბატალიონის ყოფილი მეთაური ახალგაზრდებთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს და ვისაც მათ შესახებ ინფორმაცია გააჩნია, სთხოვს, დაუკავშირდნენ. „2005-2008 წლებში, ვიყავი გურიის რეზერვისტთა მე-12-ე ბატალიონის მეთაური. ჩვენი რეზერვისთა ბატალიონი ფაქტიურად იყო ერთ-ერთი მოწინავე და ყოველთვის გვქონდა პრეტენზია ვყოფილიყავით პირველები.  ჩვენმა ბატალიონმა გაიარა რამოდენიმე წვრთნა და საკმაოდ წარმატებულად 2008 წლის აგვისტოს მოვლენების პერიოდში, ჩვენი ბატალიონი ჩავედით ქუთაისში, სადაც მივიღეთ ბრძანება რომ ჩავრთულიყავით საომარ პოზიციებში. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ფაქტობრივად მივიღეთ…

საქართველო ნატო-ში ინტეგრაციას კონსტიტუციის დონეზე განიხილავს – შეხვედრა ლაგოდეხში 

ლაგოდეხის მოსახლეობა „ნატო-ს დღეების“ ფარგლებში წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო. ადგილობრივები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, თავიანთ მოწეულ მოსავალს და უსაფრთხოებას უკავშირებენ და არასამთავრობოებისგან თუ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებიან პასუხს კითხვებზე, – როდის და რა პირობებით გახდება საქართველო ნატოს წევრი და რა სარგებელი ექნება თითოეულ ოჯახს? „საინფორმაციო ცენტრმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“, “ნატო-ს დღეების” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად სწორედ ლაგოდეხში გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი როსალია პუგლისი, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი  და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია. როგორც შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია  პუგლისმა განაცხადა, ძველად თუ ქვეყნები ალიანსის სტანდარტებთან დაახლოებას…