აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის რუსლან აბაშიძის მიერ წარმოდგენილი, ავტონომირუი რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ მარგიანი დაინიშნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ივანე დოლიძე დაინიშნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობას ქეთევან ბაკარაძე შეასრულებს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე იქნება; ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოვალობას დავით გვაძაბია შეასრულებს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე დაინიშნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი იქნება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოვალობას ვალერი ბასარია შეასრულებს.

მსგავსი თემები