“ალბათ, მის უწმინდესობასაც აწყობდა მშვიდი გარემოებით ამ ყველაფრის ჩამალვა და ჩაფარცხვა” – მღვდელ

“მეუფე პეტრეს ამით ვერ შეაშინებენ. ეკლესიის წიაღში ასეთი სიბნელის დამკვიდრება, რომელსაც დღეს ცდილობენ, ვერც ეკლესიას განავითარებს და ვერც ქვეყანას. ორივეს ერთად დაღუპავს და ამ დაღუპვის ხელის მომწერი იქნება საქართველოს პატრიარქი”, – აღნიშნული განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მღვდელ-მონაზონის განცხადებით, საულიერო პირების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მეუფე პეტრეზე ზეწოლა მოახდინონ. მისი თქმით, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას მხარს არ დაუჭერს.

“პატრიარქის ხელით მოინდომეს მოსუფთავება გზის. სინამდვილეში მეუფეს სიტყვებს და სიმართლეს ვერ განერიდებიან და შეუძლებელია თავიდან აირიდონ. ალბათ, მის უწმინდესობასაც აწყობდა ესეთი მშვიდი გარემოებით, ამ ყველაფრის ჩამალვა და ჩაფარცხვა, მაგრამ მეუფე პეტრე თავისი სიმართლით და სამართლიანობით არ მისცემდა საშუალებას ეს პროცესი ჩუმად წარმართულიყო. ადამიანი, რომელიც საპირწონეა სიცრუესთან მიმართებაში, ხდება ზეწოლა. ესაა დიდი უბედურება, რომელსაც ჩვენ, სასულიერო პირები გავაპროტესტებთ. სიცრუეს მხარს არ ვუჭერთ,”- განაცხადა მღვდელ მონაზონმა ანდრია სარიამ.

მსგავსი თემები