„საპატრიარქო მთავარი მოტივატორია, მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს სინოდის მოწვევა“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია

  •  

„საპატრიარქოს ადმინისტრაციის, თავმჯდომარის მხრიდან კეთდება სინოდის მოწვევა, რაც დღემდე არ მომხდარა. სწორედ ესაა პრობლემა  – თემების განუხილველობა’’ – აღნიშნული განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც სინოდის წევრების, ისე თეოლოგების სურვილია, სინოდი რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს.

„ერთხელ და სამუდამოდ,  სრულად უნდა შეფასდეს მოვლენები. მით უფრო, რომ მსგავსი პრობლემური საკითხი არაერთი გვაქვს. სანამ, ეს არ შეფასდება და სანამ ადამიანების შეურაცხყოფამდე, ვიღაც კონკრეტულ საერო და სასულიერო პირებს შორის დადის საუბრები, მანამდე  ჩაკეტილობა და  მდუმარება იქნება. განუსჯელობაა ამ ყველაფრის სახე.  ხედავთ, რომ ყველა მღვდელმსახურს სურს, რომ მიმდინარეობდეს განსჯა, მაგრამ დუმს საპატრიარქო, სინოდის თავმჯდომარე, დუმს ის პირებიც, რომლებიც, სინოდის მოწვევის ხელმწიფობის ქვეშ არიან“ – განაცხადა მამა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მღვდელ-მონაზონმა აღნიშნა, ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზეც საპატრიარქოს მხრიდან პასუხები არ ისმის. კითხვები თავად მღვდელ-მონაზონსაც გააჩნია.

„პირველი, რატომ ახდენენ სასულიერო პირები მღვდელმთავრების დისკრედიტაციას? ორიენტირებულნი არიან მხოლოდ შეურაცხყოფაზე, ცილისწამებებზე, არ დამტკიცებული ფაქტების მოყვანაზე. არ არის განსჯა არ მხრივ საპატრიარქოს მხრიდან. თავად პატრიარქი როცა იტყვის, სინოდი მაშინ იქნება მოწვეული, მაშინ ჩაინიშნება და  ჩატარდება კრება. ვერავინ შეზღუდავს სინოდის მოწვევას. სწორედ მათ უნდა ვკითხოთ, რატომ არ იწვევენ კრებას?“ – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები