რეზერვისტთა მე-12-ე ბატალიონის ყოფილი მეთაურის მიმართვა  

2005-2008 წლებში გურიის რეზერვისტთა ერთ-ერთი წარმატებული ბატალიონის მეთაური  ზვიად უნგიაძე  ახალგაზრდა სამტრედიალ მოხალისეებს ეძებს, რომლებიც 20-21 წლის ასაკში, სრულიად გამოუცდელები სამშობლოს დასაცავად თავიანთი სურვილით ჩაერთვნენ. ბატალიონის ყოფილი მეთაური ახალგაზრდებთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს და ვისაც მათ შესახებ ინფორმაცია გააჩნია, სთხოვს, დაუკავშირდნენ.

„2005-2008 წლებში, ვიყავი გურიის რეზერვისტთა მე-12-ე ბატალიონის მეთაური. ჩვენი რეზერვისთა ბატალიონი ფაქტიურად იყო ერთ-ერთი მოწინავე და ყოველთვის გვქონდა პრეტენზია ვყოფილიყავით პირველები.  ჩვენმა ბატალიონმა გაიარა რამოდენიმე წვრთნა და საკმაოდ წარმატებულად 2008 წლის აგვისტოს მოვლენების პერიოდში, ჩვენი ბატალიონი ჩავედით ქუთაისში, სადაც მივიღეთ ბრძანება რომ ჩავრთულიყავით საომარ პოზიციებში.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ფაქტობრივად მივიღეთ ბრძანება, რომ ყველა ბატალიონი დაბრუნებულიყო საკუთარ ბაზებზე. ჩვენ, 40 კაცის შემადგენლობით დავრჩით ქუთაისში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან.

იქ მოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც გაგვეცნო, რომ ისინი იყვნენ სამტრედიელები, ადგილობრივი კომისარიატიდან მათ მცდარად მიაწოდეს ინფორმაცია და ფაქტიურად ისინი სხვა მისიით ჩამოვიდნენ ქუთაისში.

მათ დახვდათ აბსოლიტურად სხვა სურათი.

ისინი პირდაპირ ბრძოლის ველზე უნდა წასულიყვნენ, რისთვისაც ისინი არ იყვნენ მზად, არ იცოდნენ არც ოჯახში, არც შესაბამისი ეკიპირება გააჩნდათ.

ისინი მოვიდნენ ჩვენთან და ფაქტობრივად უფუნქციოდ, ხელმძღვანელის გარეშე მოვიდნენენ და გვითხრეს, ძალიან გთხოვთ, როცა ქვეყანას უჭირს, ნათელია რომ ქვეყანაში ომია, არ ვიცით ვის მივეკედლოთ და ვის რიგებში ჩავირიცხოთ და ჩვენი თხოვნა იქნება, ჩვენ დავბრუნდებით სამტრედიაში, გავაფრთხილებთ ოჯახს, ავიღებთ შესაბამის ნივთებს და დანიშნულ დროზე, ჩვენ დავბრუნდებით დათქმულ ადგილას.

მე მახლდა იმ პერიოდში შტაბის უფროსი ბატონი ვლადიმერ სურგულაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი გიორგი გეგეჭკორი.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ფაქტიურად სენაკის ტერიტორიაზე უკვე შემოსული იყო რუსეთის ჯარი. ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონდა, რადგან გათიშული იყო კავშირგაბმულობა.

ქუთაისი აბსოლიტურ პანიკაში იყო, რა დროსაც ჩვენ 40 კაციანი შემადგენლობა გადავიყვანეთ მუხლნარის ტერიტორიაზე და დავბანაკდით ტყეში.

წავედით, ჩავედით სენაკში და გადავამოწმეთ სიტუაცია, რამდენად რეალური იყო საბრძოლო პროცესი იქ და ინფორმაციის მიღების მიზნით შევისწავლეთ პროცესი.

გულის სიღრმეში გაგვეცინა, რატომ იყო იმათი დამოკიდებულება ჩვენთან ასეთი, რატომ ჩათვალეს საჭიროდ რომ ჩვენთან ანგარიშვალდებულები იყვნენ და დავარქვით ბავშვური საქციელი ამ ყველაფერს.

შებინდებისას, დაახლოებით იქნებოდა 10 საათი, სანამ ჩვენ დავბრუნდით მუხლნარში, მოვამზადეთ ჩვენი ბიჭები, ჩავსხედით ტრანსპორტში და უკვე ვბრუნდებოდით გურიაში. შემთხვევით, იმ სიბნელეში შევნიშნეთ, იმ დანიშნულ ადგილას რამდენიმე სილუეტი, გავაჩერეთ მანქანა, გადმოვედით და ვხედავთ ის სამი ბიჭი, სამტრედიელები, ჩალაგებული ჩანთებით და მთელი გულით იქ გველოდებოდნენ ჩვენ.

უბრალოდ ეს იყო ძალიან დიდი განცდა და მახსენდება ეს ამბავი იმიტომ, რომ ახლა აგვისტოა და ის მძიმე დღეები ნათლად მახსენდება.

ის გულანთებული ბიჭები იქნებოდნენ 20-21 წლის, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სურვილის ხარჯზე, გველოდებოდნენ და აღსანიშნავია პრესის საშუალებით, რომ თუ გამოგვეხმაურებიან, ჩვენ ვერ მოვახერხეთ მაშინ ტელეფონების გაცვლა. ამიტომ მაქვს სურვილი იმ ვაჟკაცებმა გამოგვეხმაუროს თქვენი საშუალებით.

ყველა ქართველის ვალი იყო, რომ მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

მაგრამ ის სამი ახალგაზრდა, რომელიც იმ პერიოდში ჩვენს მხარდამხარ აღმოჩნდა, იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს და ემსახურო საქართველოს.

ღვთის წყალობით, ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და გთხოვთ, აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე გამომეხმაუროთ: 571 79 88 25 ზვიადი უნგიაძე.“

მსგავსი თემები