ყივანახველას სიკვდილიანობაც ახასიათებს, გაფრთხილება მშობლებს – როგორ მივხვდეთ ინფექციის არსებობას?! – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

ყივანახველას შემთხვევები შარშანდელთან შედარებით მკვეთრადაა მომატებული, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, რაც აიხსნება პანდემიის ზეგავლენით. 2-3 წლის განმავლობაში, ერთეული იყო ყივანახველას შემთხვევები, შემდეგ კი შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა, როგორც შემთხვევების მატება, ისე 2-3 წლიანი იმუნური პასუხის არარსებობის გამო, მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბავშვებში იმ ფენის გაჩენა, რომელსაც მიმღებლობა აქვს მაღალი ყივანახველას მიმართ, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვაქცინაციის გარკვეული შემცირებაა. ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინებით მოცვის მაჩვენებელი შემცირებულია პანდემიის შემდგომ პერიოდში. ,,2021 წელს ფიქსირდებოდა…

მეტი...

,,ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დავაკავეთ, მათგან 23 ნარკორეალიზატორია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოავლინეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, ამოიღეს – ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. უწყების თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით. გარდა ამისა, შსს ამბობს, რომ მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია “გაანეიტრალეს” – დაკავებულია 77 პირი, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. “ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე…

მეტი...

ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა

როგორც France-Presse იუწყება, ჩინელმა სამხედროებმა რობოძაღლი წარადგინეს, რომელიც ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ეს ყველაფერი 15-დღიანი სამხედრო წვრთნის ნაწილი იყო, რომელიც ცენტრალურ კამბოჯაში წარიმართა. წვრთნების დროს ვიხილეთ თუ როგორ გამოიყვანეს სამხედრო რობოძაღლები, მაგრამ უშუალოდ იარაღის გამოყენების დემონსტრირება არ მოხდა. ეს ერთგვარი დისტოპიური მომავალია, რომელიც გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს სამხედრო კონფლიქტების მომავალი. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი ავტონომიური შეიარაღება არაეთიკურია და მისი გამოყენება არ შეიძლება. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს და ამ მიმართულებით ინვესტიციები სულ უფრო იზრდება. იდეის მომხრეების თქმით, მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება სამართალდამცავების სტრუქტურებშიც შეიძლება და ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა…

მეტი...

მარნეულში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

მარნეულში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლო. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის მიზეზი დენის მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი თავდაპირველად სარდაფში გაჩნდა და შემდეგ პირველ სართულზე გავრცელდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება მალევე შეძლეს.

მეტი...

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება. ,,საარჩევნო კალენდარი სასამართლოს, მთავრობისა და პარლამენტის მეთაურთა სხდომაზე დამტკიცდა. მეურვე საბჭოს თავდაპირველი შეთანხმებით, გადაწყდა, რომ მე-14 საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება,” – განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიამ. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაიღუპნენ.

მეტი...

ესპანეთი უკრაინას Leopard-ის ტანკებსა და სხვადასხვა საბრძოლო მასალას გადასცემს

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ,,რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ივნისში უკრაინას ,,ლეოპარდის” ტანკების ახალ პარტიას გადასცემს. რობლესი ასევე დაჰპირდა უკრაინაში სხვადასხვა საბრძოლო მასალის გაგზავნას და უკრაინელი სამხედროების მომზადებას. ,,რამშტაინის ჯგუფის” შეხვედრისას, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მალე გაუგზავნის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც ასევე მოიცავს ჯავშანმანქანებს. ოსტინმა არ დააკონკრეტა, რომელ მანქანებზე იყო საუბარი. პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკრაინა მიიღებს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე ახალი HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო გამშვებ დანადგარებს, Stinger საზენიტო რაკეტებს და…

მეტი...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. Der Spiegel-ის ცნობით, ბერბოკმა გააჟღერა მოწოდება საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდაზე საჰაერო თავდაცვის სფეროში. გამოცემის ცნობით, მინისტრის მოგზაურობა ხარკოვში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაუქმდა. ღამით ხარკოვი მორიგი თავდასხმის ქვეშ იყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მეხუთედ სტუმრობს. ,,უკრაინაში ვითარება კვლავ მკვეთრად გაუარესდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული ავიაციის მასიური თავდასხმების და ხარკოვის რაიონში რუსეთის შეტევის გამო”, – თქვა ბერბოკმა.

მეტი...

სტუდენტური პროტესტის კვირეული დღე #2 – 18:00 საათზე ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან

სტუდენტების პროტესტი გრძელდება. დღეს, 21 მაისს, 18:00 საათზე ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან. სტუდენტური პროტესტის კვირეული პირველ დღეს, 20 მაისს, აქციის მონაწილეები წერეთლის მეტროსთან ან სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით სააკაძის მოედანზე მივიდნენ, ბოლოს კი პარლამენტთან “ოცნების” წევრებს წინდა დაუტოვეს: ,,ქართულ ოცნებას წინდა დავუტოვეთ. ცნობისთვის, ჰარი პოტერში ელფისთვის ტანსაცმლის ჩუქება მონობისგან გათავისუფლებას ნიშნავს. სწორედ წინდის ჩუქებით გაათავისუფლა პოტერმა დობი მონობისაგან. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს მონობა!”, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამ აქციისა, დღეს ,,დაფიონმა” პარლამენტის წინ შეკრება დააანონსა. აქციის მონაწილეები იქ 15:00 საათიდან მივლენ, შემდეგ კი მსვლელობას გამართავენ. დღეს 10:00 საათიდან…

მეტი...

ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, რომლებითაც მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება მარტივად შეეძლოთ – დააკავეს 1 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც მათ შეეძლოთ შედარებით მარტივად მიეღოთ თავშესაფარი. საგამოძიებოს ცნობით, დაკავებულმა ერთ-ერთ ასეთ პირს 500 აშშ დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი, ასევე, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა, გააყალბა ფორმა #100. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც პირს შეეძლო შედარებით მარტივად მიეღო თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.…

მეტი...

,,გაიფიცე საქართველოსთვის” – ახალგაზრდების ნაწილი აქცია-მსვლელობას დღეს, 15:00 საათზე გამართავს

ახალგაზრდული მოძრაობა ,,დაფიონი”, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან აქცია-მსვლელობას აანონსებს. ,,ძვირფასო ქართველებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს! 21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით! ყველას უნდა მოვუწოდოთ გაფიცვისა და ერთიანობისკენ! უნდა ვიბრძოლოთ უწყვეტად მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,არა რუსულ კანონს” – აქცია პორტუგალიაშიც გაიმართა

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონშიც. აქციაზე შეკრებილები ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონი და მოუსმინოს საკუთარ ხალხს. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ ყოველდღიურად იმართება.

მეტი...

,,ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული, ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა, ყურში ჩამესმა ჯალათის შეძახილი, მოკალი ამის დედას შე**ცი!” – ქაცარავა

ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული, ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა, ყურში ჩამესმა ჯალათის შეძახილი, მოკალი ამის დედას შე**ცი!, – წერს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელებმა სცემეს. ,,რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი დდშც, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა. დარტყმა,გინება,მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს. სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები. მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე. ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა. ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში. კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი…

მეტი...

უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, რის გამოც მანქანების გადაადგილება გარკვეული პერიოდით გართულდა. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო გლდანის რაიონში. წვიმის შედეგად ახმეტელის მეტროსთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ასევე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.

მეტი...