ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს სოფელ ხაიშში ერთმანეთს ჯერ ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მგზავრთა მოსაცდელი გაანგრია. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

“დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი”- ხვალ სოხუმის დაცემის დღეა

ხვალ, 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 31 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღიდან. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.  იერიში ძირითადად ხორციელდებოდა მშვიდობიან მოსახლეობაზე. 1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია. დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი.

მეტი...

„იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის უკეთეს ურთიერთობებს მოიტანს. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გააუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთთან, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან წარსულში ანკარა იმედგაცრუებული იყო. „იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება. „F-35“-ის საკითხი არ იყო მხოლოდ დონალდ ტრამპის ვადის დროს განცდილი პრობლემა. ყველა ადმინისტრაცია იმედგაცრუების მიზეზი იყო. როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები იწვევდნენ იმედგაცრუებას. ვნახავთ, გაგრძელდება თუ არა ეს ახალ ერაში“,– განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

“ზელენსკის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კანდიდატების აგიტაცია სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა”- სენატორი

“ზელენსკის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კანდიდატების აგიტაცია სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა”– ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ერიკ შმიტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. როგორც სენატორი წერს, არ სჭირდებათ, უცხო ქვეყნის ლიდერები ჩაერიონ მათ არჩევნებში. „ეს ზელენსკის მხრიდან სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა – ჩარევა ჩვენს არჩევნებში და კანდიდატების აგიტაცია. ეს ამერიკელების არჩევნებია და ჩვენ არ გვჭირდება, რომ უცხო ქვეყნის ლიდერები აშშ-ის ტერიტორიაზე ჩაერიონ არჩევნებში ან დაიჭირონ ვინმეს მხარე“- წერს ერიკ შმიტი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში ჩავიდა. ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს. „ვიწყებთ ვიზიტს…

მეტი...

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა.ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰორნეტსთან“ ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გილოცავ, გიორგი“– წერს ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბის ვებგვერდი. გიორგი 2023 წლის ივლისში „გენტიდან“ „უოტფორდში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, ხოლო 2024 წლის 1 თებერვალს ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი ბელგიური კლუბიდან გამოისყიდა. ჩაკვეტაძემ პირველი წლის განმავლობაში ყველა შეჯიბრებაში 37 მატჩი ჩაატარა და ახალი სეზონიც შესანიშნავად დაიწყო – კლუბმა ორჯერ გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემაც შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.    

მეტი...

“ღირსების მაგალითი ! მადლობა უკრაინას!”- სალომე ზურაბიშვილი

“ღირსების მაგალითი ! მადლობა უკრაინას!” – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით. უკრაინის  საგარეო უწყება გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს”- უკრაინის საგარეო სამინისტრო

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიას სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.  უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ნახიჩევანის ავტონონომიური რესპუბლიკის მიმართულებაზე მოხდა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის დანაყოფმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს. გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთს ხელისუფლება უარყოფს. „შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა შესთავაზა ბაქოს, შექმნილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების ან/და მათ შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად, რაზეც აზერბაიჯანს ჯერ არ უპასუხია“ – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

“პალესტინელები არ წავლენ ღაზიდან, პალესტინა ჩვენი სამშობლოა”- მაჰმუდ აბასი

“პალესტინელები არ წავლენ ღაზიდან, პალესტინა ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მამების და ბაბუების მიწა და თუ ვინმე წავა, ეს იქნება ოკუპანტი უზურპატორები”– ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა გერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. მაჰმუდ აბასმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტყუილში დაადანაშაულა. „მაშინ ვინ მოკლა 15 000-ზე მეტი ბავშვი? შეაჩერეთ ეს დანაშაული. ახლავე გააჩერეთ. შეწყვიტეთ ბავშვებისა და ქალების მკვლელობა. შეაჩერეთ გენოციდი. შეწყვიტეთ იარაღის გაგზავნა ისრაელში. ეს სიგიჟე არ შეიძლება გაგრძელდეს. მთელი მსოფლიო პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება ჩვენს ხალხთან მიმართებაში ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე“– განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

მეტი...

“ვინც პირველი გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება“ – პოლონეთის პრეზიდენტი

„რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება“ – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცახდა. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებში ახალი არაფერია. „თუ ამას მშვიდად და პანიკის გარეშე შევხედავთ, ცხადი უნდა იყოს: ის იმეორებს იმას, რაც მრავალი წელია, რუსეთის სამხედრო დოქტრინაშია აღბეჭდილი, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღი, რაც მის განკარგულებაშია, რუსეთისთვის საფრთხის შემთხვევაში. მეორეს მხრივ, ვლადიმერ პუტინმა, ისევე როგორც მისმა გენერლებმა იციან, რომ ვინც პირველად გამოიყენებს ატომურ იარაღს, დაწყევლილი იქნება……

მეტი...

„ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის“-იუსტიციის მინისტრი

„ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის ომის კადრების გამოყენების შესახებ. ბრეგაძის განმარტებით, იმ ფონზე, რომ რეგიონში რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაა, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანა და უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფა. „მმართველი გუნდის უმთავრესი პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ის გარემოება, რომ ჩვენს რეგიონში, ზოგიერთი სახელმწიფო გახვეულია ცეცხლის ალში, ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება და ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი…

მეტი...

“ადამიანი ცხრა დღის განმავლობაში როცა უშედეგოდ ელოდება ნანატრ თავისუფლებას-გაუგებარია რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს”- ბრეგაძე

“ადამიანი ცხრა დღის განმავლობაში როცა უშედეგოდ ელოდება ნანატრ თავისუფლებას და ეს ერთ ხელმოწერაზეა დამოკიდებული, სრულიად ამოუხსნელი, გაუგებარია, რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძა ამბობს, რომ  სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბრამდე თუ არ მოაწერს ხელს ამნისტიის შესახებ კანონს, მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. „მე ვხელმძღვანელობ ამ სისტემას, შესაბამისად, კარგად ვიცნობ პატიმრების პრობლემასაც. დამერწმუნეთ, პატიმრების ნაწილმა როცა იცის, რომ შეეხოთ ამნისტია, შეუძლიათ დატოვონ საპატიმრო დაწესებულება, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს, ასევე მათ ოჯახების წევრებსაც. ადამიანი ცხრა დღის განმავლობაში უშედეგოდ როცა ელოდება გათავისუფლებას, ნანატრ თავისუფლებას და…

მეტი...

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ. სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა. საკონსულო მომსახურების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: აღნიშნული ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებ-გვერდით, მათ…

მეტი...

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაში წერია, ორგანიზაციამ სარჩელში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიჩნეულ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი რეგულაციები. სარჩელთან ერთად, სასამართლოს ასევე მივმართეთ შუამდგომლობით, რომლითაც…

მეტი...

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბრიდან დაიწყება

ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მესამე ტურის შეხვედრა 14 ოქტომბერს გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში  28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა საქართველოსა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებს შორის თბილისში, შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონში თამაში შესანიშნავად დაიწყო, შინ ჩეხეთი (4:1) დაამარცხა, გასვლაზე კი ალბანეთი (1:0) და 2 ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზეა.

მეტი...

“პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ საქართველოში უპრეცედენტო დონეს მიაღწია”- PACE-ის დელეგაცია

PACE-ის დელეგაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის მეთაურმა, იულიან ბულაიმ საქართველოში 2-დღიანი ვიზიტის დასასრულს განაცხადა. “ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რამაც მომავალი არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმად აქცია, საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საგარეო მიკერძოებულობაზე. დელეგაცია თანამოსაუბრეების შეშფოთებებს იზიარებს დემონსტრანტებისა და განსხვავებული აზრის გამოხატვაზე დევნასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ეს [დემონსტრაციები და განსხვავებული აზრი] სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე შეშფოთებულები ვართ ბრალდებებით ოპოზიციის წევრებზე თავდასხმების შესახებ, ისევე როგორც მუქარებით, დაშინებითა და სიძულვილის ენით სამოქალაქო საზოგადოებისა და…

მეტი...

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნების” თავი შეიკავონ უკრაინისა წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან“- უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო უწყება გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. ამის შესახებ, სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართული…

მეტი...

„ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს”- უკრაინის საგარეო სამინისტრო

„ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს – ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში საგარეო უწყება გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება.ქართველ…

მეტი...

ჩინეთის როლი უკრაინის კრიზისში – საგარეო მინისტრი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ნიუ-იორკში შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოსეფ ბორელს. მხარეებმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ჩინეთს ადანაშაულებენ, არაკეთილსინდისიერად არიან მოტივირებულები და მათ უკან ფარული დღის წესრიგი დგას. როგორც დღეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ჩინეთის უკრაინის კრიზისის მიმართ ობიექტურია. „ნიუ-იორკში უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინის კრიზისის მიმართ ობიექტურ და სამართლიან პოზიციას ინარჩუნებს, მუშაობს დეესკალაციისთვის და არ თმობს მშვიდობის მცდელობებს. ჩინეთის ძალისხმევა…

მეტი...

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს და ამ მოვლენას ისტორიულს უწოდებს. დეკლარაციის მთავარი პუნქტები ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, დამატებით ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით და უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას დონორთა მეშვეობით. „მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უზრუნველვყო, უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის და გადარჩენისთვის საბრძოლველად. ხვალ მე გამოვაცხადებ რიგ ქმედებებს უკრაინის სამხედროების მხარდაჭერის დასაჩქარებლად“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ. მან…

მეტი...

,,ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერი მცხეთაში

დღეს, დილით ქუჩებში პარტია ,,ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია ,,არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო – ფერადით. ,,ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერი სენაკში

მეტი...

აშშ-ის სენატორები ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვის შემოღებას ითხოვენ

აშშ-ის სენატორმა ვერმონტიდან ბერნი სანდერსმა სხვა კანონმდებლებთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 220 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მქონე იარაღის მიყიდვას კრძალავს. ინფორმაცია სანდერსის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. „ნეთანიაჰუს ექსტრემისტული მთავრობისთვის იარაღის მომდევნო გაგზავნა მიუღებელია“, – წერია სანდერსის განცხადებაში. ამერიკელი კანონმდებელი თვლის, რომ ისრაელის პრემიერი არა მხოლოდ „ჰამასს“, არამედ პალესტინელ ხალხს ეომებოდა. ,,ისრაელის მთავრობამ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ტოტალური ომი გააჩაღა, 41 ათასი პალესტინელი მოკლა და 95 ათასი დაჭრა, რომელთაგან 60% ქალები, ბავშვები ან მოხუცებია“, – აღნიშნა სანდერსმა. მის განცხადებაში ასევე წერია, რომ ისრაელისთვის იარაღის მიწოდება არა მხოლოდ ამორალური, არამედ უკანონოც არის. „არსებობს…

მეტი...

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ბეირუთი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთის სამხრეთ უბნები გახდა. აფეთქებები მოხდა დაჰიეს უბანში, სადაც „ჰეზბოლას“ პოზიციები ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმები, რომელთა სამიზნე „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური იყო. ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელი აგრძელებს ქვეყნის სამხრეთ რაიონების დაბომბვას. ტვიროსის ოლქის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ისრაელის დაბომბვის გამო ლიბანიდან სირიაში 22 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ლიბან-სირიის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელსაც ისრაელის მტკიცებით, „ჰეზბოლა“ იარაღის შესატანად იყენებდა.

მეტი...

,,უკრაინა აღარ არსებობს და მისი აღდგენა შეუძლებელია” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა, რომელიც ომამდე იყო, აღარ არსებობს, და მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია. „მდიდრული შენობები ოქროს კოშკებით დანგრეულია. თქვენ ვერასდროს ნახავთ ასეთ ქალაქებს ან დაბებს. მათ ვერასდროს აღადგენენ. ისინი ყველა კიევის გარდა განადგურებულია. თქვენ ვერასდროს ააშენებთ თავიდან ქალაქებსა თუ დაბებს ისეთებს, როგორებიც ისინი ათასი წლის წინ იყვნენ. დაფიქრდით, სულ რაღაც სამი წლის წინ თქვენ შესანიშნავი ცივილიზაცია გქონდათ. მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ისინი ჩვენთან აღარ არიან“, – თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, უკრაინის უმეტესი ნაწილი აღარ არსებობს. ტრამპმა თავის გამოსვლაში ჯერ თქვა, რომ…

მეტი...

,,ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები უნდა იყოს სიგნალი რუსეთის არაკეთილმოსურნე ქვეყნებისთვის” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები უნდა იყოს სიგნალი რუსეთის არაკეთილმოსურნე ქვეყნებისთვის. მან კომენტარი გააკეთა ბირთვული დოქტრინის ცვლილებაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა. კერძოდ, როგორც აღინიშნა, ცვლილებები გულისხმობს ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების საპასუხოდ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სუვერენიტეტს „კრიტიკული საფრთხე“ დაემუქრება. „ეს უნდა ჩაითვალოს გარკვეულ სიგნალად. ეს არის სიგნალი, რომელიც აფრთხილებს არაკეთილმოსურნე ქვეყნებს მოსალოდნელ შედეგებზე, თუ ისინი ჩაერთვებიან ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაში სხვადასხვა საშუალებით, არა აუცილებლად ბირთვულით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი, რა ბირთვული არსენალი აქვს რუსეთს. პესკოვის ინფორმაციით, მისი…

მეტი...

ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

კატამ სახლში ლატარიის მომგებიანი ბილეთი მიიტანა

დიდ ბრიტანეთში კატამ, სახელად მანკი პატრონი უჩვეულო სიურპრიზით გააკვირვა. მან სახლში ლატარიის ბილეთები მიიტანა. ცხოველის პატრონმა, მეგან კრისტიანმა ეს მომენტი ვიდეოზე აღბეჭდა და TikTok-ზე გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ მანკი ქუჩიდან სახლის ფანჯრისკენ მორბის, კბილებში კი გამოუყენებელი ბილეთი უჭირავს. როდესაც მეგანმა ბილეთზე დატანილი დამცავი ფენა გადაფხიკა, აღმოჩნდა, რომ მან 10 გირვანქა სტერლინგი მოიგო. ქალი ამბობს, რომ თანხას „რამე სასიამოვნოზე“ დახარჯავს. ამასთან, მეგანი იხსენებს, რომ მანკის მსგავსი საჩუქრები ხშირად მოაქვს. ნახევარი წლის წინ კატამ სახლში ლურსმნები მიიტანა, მოგვიანებით კი ბავშვის სატყუარა.

მეტი...

,,SOS! საგარეოს მონაცემებით, ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვა 128 000 მოქალაქემ გაიარა, ცესკო აცხადებს 65 000 -ს; სად გააქრეს ხალხი?” – ლომჯარია

,,SOS! საგარეოს მონაცემებით, ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვა 128 000 მოქალაქემ გაიარა, ცესკო აცხადებს 65 000 -ს; სად გააქრეს ხალხი?”, – წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ე.წ. სქრინს აქვეყნებს. ,,SOS! საგარეოს მონაცემებით, მხოლოდ ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვა 128 000 საქართველოს მოქალაქემ გაიარა. აგვისტოს დასაწყისში 67 000 საარჩევნო ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს კი ცესკო აცხადებს, რომ საგარეომ  მხოლოდ 65 000 ამომრჩევლის სია გადასცა. სად გააქრეს ეს ხალხი? რა უფლებით ართმევენ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლებას?”, – წერს ლონჯარია.

მეტი...

,,ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერი სენაკში

დღეს, დილით ქუჩებში პარტია ,,ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია ,,არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო – ფერადით. ,,ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს” – პრეზიდენტი ,,ოცნების” ბანერებზე

მეტი...

დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე მოძრაობა 1 თვის განმავლობაში, ყოველ ღამით შეიზღუდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული სამუშაოების გამო 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ ღამის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. ,,სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის 27 სექტემბრის ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გიორგი დანელიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე ( ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. რეჟიმი 30 დღის განმავლობაში, 24 ოქტომბრის ჩათვლით იმოქმედებს. დღის განმავლობაში  საავტომობილო მოძრაობაზე ყველა სახის შეზღუდვა, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოხსნილი იქნება”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მეტი...

„ძლიერი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა

კოალიციამ ,,ძლიერი საქართველო” საარჩევნო პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა. სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძე იქნება. სწორედ მან წარადგინა პარტიული სიის შემადგენლობა, რომელშიც ხაზარაძის გარდა, 25 ადამიანია. ხაზარაძემ სიის შემადგენლობის დასახელება ბოლოდან დაიწყო: 26. ოთო ფარულავა; 25. გიორგი რეხვიაშვილი; 24. ირაკლი ბუცინაშვილი; 23. ირაკლი ქობალია; 22. აგილ მუსტაფაევი; 21. ბაკურ კვაშილავა; 20. ალექსანდრე ელისაშვილი; 19. მედეა მეტრეველი; 18. მაკა ნუცუბიძე; 17. ლანა გალდავა; 16. ვახტანგ სურგულაძე; 15. გიორგი უშიკიშვილი; 14. ფიქრია ჩიხრაძე; 13. ლევან სამუშია; 12. გრიგოლ გეგელია; 11. თამარ ლალიაშვილი; 10. დავით რაქვიაშვილი; 9. სალომე სამადაშვილი; 8. საბა ბუაძე; 7. ქეთევან…

მეტი...

,,ის პრეზიდენტი არ არის, ჩვეულებრივი ოპოზიციონერია” – მდინარაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის კომენტარზე

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების ირგვლივ რადიკალური ოპოზიციის მწვავე რეაქციას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. „ამ ბანერებთან დაკავშირებით ისეთი ისტერიაა უკვე სოციალურ ქსელში ატეხილი, „ფეისბუქზე“ მიდის საშინელი რეაქციები ნაცაგენტურის მხრიდან. ამბობენ ისინი, რომ ეს რა საშინელებაა?! როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს?! რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს კი არა, რუსეთს იყენებენ, არ მოატრიალებენ არც ერთ წინადადებას ისე. რუსეთის მიერ, რომ არ დაიბომბოს, ბავშვები რომ არ დახოცოს და საავადმყოფოები არ დაბომბოს, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია 170 დეპუტატობის კანდიდატით არის წარმოდგენილი და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. 1. ბიძინა ივანიშვილი 2. ირაკლი კობახიძე 3. ირაკლი ღარიბაშვილი 4. შალვა პაპუაშვილი 5. მამუკა მდინარაძე 6. თეა წულუკიანი 7. ლაშა ტალახაძე 8. ვახტანგი თურნავა 9. მაკა ბოჭორიშვილი 10. გენო პეტრიაშვილი 11. სოზარ სუბარი 12. მარიამ ქვრივიშვილი 13. ანრი ოხანაშვილი 14. ნიკოლოზ სამხარაძე 15. ეკა ჭიჭინაძე 16. შოთა ბერეკაშვილი 17. ლევან მახაშვილი 18. მიხეილ ყაველაშვილი 19. გიორგი გაბუნია 20. ლიკა შარტავა 21. აკაკი ალადაშვილი 22. არჩილ ბერიძე…

მეტი...

,,სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს და ეს ბაქოში დაგეგმილ გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციამდე გააკეთოს. სომხური მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „მშვიდობას სჭირდება ლიდერობა და გულწრფელი პოლიტიკური სიმამაცე. მე და ჩემი მთავრობა ვალდებული ვართ, ჩვენს რეგიონში კონფლიქტის გვერდი დავხუროთ და გარდავქმნათ არსებული დინამიკა თანამშრომლობად კეთილდღეობისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. სომხურმა მხარემ შესთავაზა ბაქოს, მოვაწეროთ ხელი უკვე შეთანხმებულ მუხლებზე ბაქოში დაგეგმილ გაერო-ს კლიმატურ კონფერენციამდე, რითაც…

მეტი...

ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივა დასაქმებისთვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის –  „განათლება დასაქმებისთვის“  მეორე ფაზის დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართა, სადაც  დასაქმების, უნარების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის არსებითი წვლილი და ხელშესახები შედეგები შეაჯამეს. როორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, 2019 წელს, ევროკავშირის მიერ 48,85 მილიონი ევროს დაფინანსებით დაწყებულმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გლობალურ დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოში სექტორული რეფორმის პოლიტიკის განხორციელებას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, სერვისების მიწოდების სტანდარტების გაუმჯობესებით და ინკლუზიური და თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობით. პროგრამამ, თავისი ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც მოიცავდა საბიუჯეტო მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციური…

მეტი...

დავით ნარმანია Energy Community-ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულების ეფექტიანობა. ამასთანავე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას უკვე 50-მდე ნორმატიული აქტი აქვს მიღებული. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.

მეტი...

ჩაქვში, ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა

ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩაზე, ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა. არ არის მსხვერპლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.

მეტი...