,,გაიფიცე საქართველოსთვის” – ახალგაზრდების ნაწილი აქცია-მსვლელობას დღეს, 15:00 საათზე გამართავს

ახალგაზრდული მოძრაობა ,,დაფიონი”, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან აქცია-მსვლელობას აანონსებს.

,,ძვირფასო ქართველებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს!

21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით!

ყველას უნდა მოვუწოდოთ გაფიცვისა და ერთიანობისკენ!

უნდა ვიბრძოლოთ უწყვეტად მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები