ლაგოდეხის ნაკრძალში გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში ​უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები