ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივა დასაქმებისთვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის –  „განათლება დასაქმებისთვის“  მეორე ფაზის დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართა, სადაც  დასაქმების, უნარების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის არსებითი წვლილი და ხელშესახები შედეგები შეაჯამეს.

როორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, 2019 წელს, ევროკავშირის მიერ 48,85 მილიონი ევროს დაფინანსებით დაწყებულმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გლობალურ დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოში სექტორული რეფორმის პოლიტიკის განხორციელებას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, სერვისების მიწოდების სტანდარტების გაუმჯობესებით და ინკლუზიური და თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობით.

პროგრამამ, თავისი ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც მოიცავდა საბიუჯეტო მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტებსა და საგრანტო კომპონენტს – მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნაში დასაქმების მდგომარეობაზე.

როგორც ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბოლო 16 წელია, ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოში უნარების განვითარებასა და დასაქმების ინიციატივებს. განათლება, უნარების განვითარება და შრომის ბაზრის საჭიროებებთან მათი შესაბამისობა, გადამწყვეტია სიღარიბის შესამცირებლად, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ძალისხმევა არა მხოლოდ აუმჯობესებს ღირსეული სამუშაო შესაძლებლობებს, არამედ პასუხობს არალეგალური მიგრაციის ძირეულ მიზეზებს. ევროკავშირი რჩება ერთგული, რომ მის მიერ განვითარების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსების სულ ცოტა 20% სოციალურ ჩართულობასა და ადამიანურ განვითარებას მოახმაროს“.

პროგრამის საგრანტო სქემის კომპონენტის ფარგლებში, 2019-2023 წლებში წარმატებით განხორციელდა ცხრა პროექტი, ჯამური ინვესტიციით 7 მილიონი ევრო, რომელმაც მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს მიაღწია. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის იმ ახალგაზრდების, რომლებიც არ არიან ჩართული განათლებაში, ტრენინგსა თუ დასაქმებაში (NEETs) უნარების ამაღლებას სხვადასხვა რეგიონში, აუცილებელი კარიერული დაგეგმვითა და პროფესიული გადამზადების გზით.

 

მსგავსი თემები