საქართველოს ნაკრებთან უკრაინას სამი ლიდერი დააკლდება

უკრაინის ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგაზე ლიდერების ნაწილი ვერ დაეხმარება. ამის შესახებ,  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ოლექსანდრ ზინჩენკო, რომელიც ტრავმირებულია. საეჭვოა, რომ „არსენალის“ მარცხენა მცველი საქართველოსთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

სერჰი რებროვის გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება რუსლან მალინოვსკის არყოფნაც – „ჯენოას“ შემტევი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონატში „ვენეციასთან“ მატჩში მძიმე დაშავდა. ის კი უკრაინელების ყველაზე შემოქედებითი ნახევარმცველია.

უკრაინელთა პრობლემები ამით არ ამოიწურება. იუწყებიან, რომ ნაკრებს, დიდი ალბათობით, კიევის „დინამოს“ 34 წლის ფლანგის გამოცდილი შემტევი, ანდრეი იარმოლენკოც ვერ დაეხმარება. რებროვი დებიუტანტების, ოლექსანდრ ნაზარენკოს, ოლექსეი გუცულიაკს (ორივე – „პოლესია“) და დმიტრი კრასკოვის („შახტარი”) გამოძახებას აპირებს.

საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს პოლონეთის ქალაქ პოზნანში, „ლეხის“ სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

 

მსგავსი თემები