ღამის ეკონომიკა ჩინეთის ურბანული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ „აყვავებული ღამის ეკონომიკა“ განვითარდა ტრადიციული ღამის ბაზრებიდან, რომლებიც ორიენტირებულია კვებასა და და საყიდლებზე, კულტურაზე, ტურიზმე და გართობაზე ინტეგრირებულ ჰაბებზე.
ქალაქები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ გაზარდონ ღამის კულტურული და ტურისტული მოხმარება და გთავაზობენ ღამის აქტივობების ფართო არჩევანს.
მაგალითად, ტიანჯინის ღამის ცხოვრების მე-5 ფესტივალი ჩრდილოეთ ჩინეთში, ტიანჯინში ახლახან ჩატარდა. აქ თავმოყრილი იყო 100-ზე მეტი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს „შოპინგს“, ტურიზმის, კულტურასა და სპორტს.
შენიანგში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ლიაონინგის პროვინციის დედაქალაქში კი პირველი, ტრადიციული ჩინური მედიცინის (TCM) კულტურის ღამის ბაზრობა ამოქმედდა, სადაც ხალხს შეეძლო ესწავლა ტრადიციული ჩინური ფიტნეს ვარჯიშები, როგორიცაა Baduanjin, Wuqinxi და Tai Chi ექსპერტებისგან.
ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციის დედაქალაქ შიჯიაჟუანგს აქვს ინტეგრირებული ბიზნეს მოდელები, როგორიცაა ღამის გასართობი, ტურიზმი და სპორტი, რომელიც უზრუნველყოფს მთელ რიგ სპორტულ აქტივობებს.
გარდა მრავალფეროვანი და ძლიერი ურბანული ღამის აქტივობებისა, ღამის ეკონომიკას ჩინურ სოფლებში აქვს უნიკალური მიმზიდველობა.
მაგალითად, სოფელ ვანჯიაჟუანში, ლინგთაის საგრაფოში, პინგლიანგში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის განსუში, ხალხი შეიკრიბა ძლიერი კოცონის წვეულებებისთვის და სოფლის კალათბურთის შეჯიბრებისთვის.
ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ოფიციალური პირის, პან ჰელინის თქმით, ჩინეთის ღამის ეკონომიკა ყვავის მრავალი მაჩვენებლით: „ეს არის თემატური ღამის ბაზრები; კულტურა; კრეატიული პროდუქტები და უგემრიელესი კერძები. ეს ყველაფერი ღამის ცხოვრებას ამდიდრებს. ასევე, ღამის წიგნის მაღაზიები და მუზეუმები ერწყმის ტექნოლოგიასა და კულტურას“.
თუმცა, ღამის ეკონომიკის განვითარებათ, თან ერთვის კომერციულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტიც, როგორიცაა ღამის ხმაური, განათება, სამზარეულოს ორთქლი.
მაგალითად, შანხაიში, Maoming North Road მდებარეობს ნანჯინგის დასავლეთის გზის ბიზნეს წრეში. ეს უბანი ყოველ შაბათ-კვირას საცალფეხო ქუჩად არის ქცეული და სხვადასხვა აქტივობები იმართება.
პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს, ზოგიერთ ბარსა და რესტორანს უფლება დართეს გაეხანგრძლივებინათ სამუშაო საათები შაბათ-კვირას. შესაბამისად, ადგილობრივმა სამსახურებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ბიზნესისთვის გარე ბიზნეს ტერიტორიები გამოეყთ.
ახალმა ტექნოლოგიებმა, ასევე გააუმჯობესა მენეჯმენტი და მომსახურების ხარისხი ჩინეთის ღამის ეკონომიკაში.