„ზედაზენი“ ქართული ბრენდი, რომლის დაგემოვნებით როგორც ჩინელები, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წრმომადგენლები აღფრთოვანდნენ. „ზედაზენის“ ლიმონათების დეგუსტაცია სწორედ ქალაქ ჩენდუში შედგა, სადაც „აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ჩინელი, ისე უცხოელი სტუმრები საკმაოდ მოიხიბლნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის პროდუქტი, რომლის ხილვასაც საკუთარ ქვეყანაში ისურვებდნენ.
ზოგმა აღნიშნა, რომ ეს რაღაც უნიკალური გემოა, ზოგმა თქვა, რომ როგორც ფერი, ისე სიტკბო და გემოვნება ისეა შეზავებული, გინდა მეტი და მეტი დალიო. დეგუსტაცია და უცხოელების ემოციები ქართული ბრენდის – „ზედაზენის“ მიმართ ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში.