გიორგი ურუშაძემ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიგო

გიორგი ურუშაძე ხმლით ფარიკაობაში კადეტებს შორის “ევროპის თასის” გამარჯვებულია. საერთაშორისო ტურნირი თბილისში მიმდინარეობს.

შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 17 წლის მოფარიკავეები ასპარეზობენ. ვაჟთა კატეგორიაში მედლის მოპოვებას 8 ქართველი სპორტსმენი ეცდება, ქალთა შორის კი 10. შეჯიბრის პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე ვაჟებმა იასპარეზეს. დღესვე, გოგონებს შორის გუნდური ასპარეზობები გაიმართება. ტურნირი ხვალ დასრულდება.

 

მსგავსი თემები