მამარდაშვილი გახდა მეათე მეკარე, ვინც 100-მატჩიანი ზღვარი გადალახა

25 სექტემბერს ვალენსიამ ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ოსასუნას უმასპინძლა და შეხვედრა   უგოლოდ დასრულდა. ვალენსიელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილისთვის ეს სეზონის მეორე “მშრალი” მატჩი იყო, თუმცა, 23 წლის ქართველი მეკარისთვის ოსასუნასთან დაპირისპირება სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, რის შესახებაც ესპანური მედია წერს. პირველ რიგში, ვალენსია-ოსასუნას შეხვედრა გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელიც “მესტალიაზე” 2021/22 წლების სეზონის წინ, დინამო თბილისიდან გადავიდა, საიუბილეო იყო ლა ლიგაში – მე-100. გიორგიმ ამ მატჩებში 116 გოლი გაუშვა, 30-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა, მისმა გუნდმა კი 30 მოიგი, 28 ფრედ დაასრულადა 42 დათმო. რაც მთავარია, ქართველი გოლკიპერი, 23 წლისა და 360 დღის…

მეტი...

“რამდენიმე მოძრაობა მოვიპარე”- ევროლიგის ვარსკვლავი თორნიკე შენგელიაზე

ევროლიგის ვარსკვლავი ვილ კლაიბერნი მიმდინარე სეზონიდან ვირტუს ბოლონიაში თორნიკე შენგელიას მხარდამხარ თამაშობს. კლაიბერნმა ვრცელი ინტერვიუში და შენგელიაზეც ისაუბრა. “შეიძლება, ბევრმა არ იცის, თოკოსთან როგორი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ძმებივით ვართ. როდესაც ვირტუსის პრეზიდენტს ვესაუბრე, მალევე შენგელიასთან ზარი იყო. მან მითხრა: “ხომ არ გინდა კიდევ ერთი რაუნდი ვცადოთ?”. ეს საკმარისი იყო. ერთმანეთის უსიტყვოდ ვუგებთ, წინასწარ ვგრძნობთ, მოედანზე რას გავაკეთებთ. მართალი გითხრათ, თოკოსგან რამდენიმე მოძრაობა “მოვიპარე”. უკვე რამდენი წელია ვუყურებ ფარქვეშ რა შეუძლია. მის წინააღმდეგ თამაში მოედნის ყოველ მონაკვეთში მიწევდა. ამ მომენტებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი”-ამბობს ის.  

მეტი...

ნეთანიაჰუმ მთავრობას ნება დართო, ითანამშრომლოს აშშ-თან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობასთან დაკავშირებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას ნება დართო, ითანამშრომლოს აშშ-თან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობასთან დაკავშირებით.  ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. როგორც „სიენენი“ წერს, მაღალჩინოსნის განმარტებით, ნეთანიაჰუს თანხმობა გულისხმობს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ისრაელის მოქალაქეების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ჩრდილოეთ ისრაელში. აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი ასევე ჩართულია ამ პროცესში, თუმცა, ამერიკული მხარე „ჰეზბოლასთან“ პირდაპირ არ საუბრობს.  

მეტი...

“პუტინი ცდილობდა უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა”- ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა. აღნიშნული   განცხადებით ბლინკენმა უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის იმ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სადაც ტრამპი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას დამარცხება. „ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია, იყოს ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ფეხზე დგას სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენ – 50-ზე მეტი ქვეყანა“-აღნიშნა ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უბრალოდ, თავს დაესხას მეორეს, ძალით შეცვალოს მისი…

მეტი...

“რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში”- ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი შექმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით”– ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე  განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვი ასევე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. „აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის დებულებების მორგება არსებულ რეალობასთან. ჩატარდა რუსეთის მიდგომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენების და მათი შესაძლო კორექტირების შესახებ. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული სამხედრო და პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავითვალისწინოთ ეს, მათ შორის, არის რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეებისა…

მეტი...

„ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს“- თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.  ამის შესახებ მან გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. რაც შეეხება ჩვენს ერთად მუშაობს, ამ 3 წლის განმავლობაში – თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა რა მაქვს მონიჭებული“- განაცხადა წულუკიანმა.

მეტი...

თოფურიას ჩხუბი თუ “ელ კლასიკო”? ქომაგების დიდი აჟიოტაჟი ესპანეთში

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველ-ესპანელი ჩემპიონი ილია თოფურია ტიტულის დასაცავად ემზადება. “ელ მატადორი” 26 ოქტომბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის უნდა დაუპირისპირდეს.  ამ ბრძოლას განსაკუთრებული ინტერესით გულშემატკივრები როგორც საქართველოში, ისე ესპანეთში ელოდებიან. თოფურიას და ჰოლოუეის შეხვედრა ესპანეთში სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” ჩატარებას ემთხვევა. 26 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის რეალმა ბარსელონა უნდა მიიღოს და გულშემატკივრები, რომლებიც ფეხბურთთან ერთად შერეული ორთაბრძოლებითაც ინტერესდებიან, რთული არჩევანის წინაშე დგებიან. ამ ფაქტს ესპანური მედია ეხმაურება. “ლა ლიგის მე-11 ტურის განრიგმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იმ უქმეებზე უნდა გაიმართოს დიდი მატჩი, რომელიც ესპანეთის პარალიზებას…

მეტი...

ტრეფიკინგისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული რეპერი, მოწამვლის შიშით,ციხეში ჭამაზე უარს ამბობს

რეპერი შონ კომბსი, ასევე ცნობილი როგორც Puff Daddy, ტრეფიკინგის, გაუპატიურების, რეკეტის და ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის ბრალდებით დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლის შიშით, Diddy ციხეში ჭამაზე უარს ამბობს და პარანოიდულ მდგომარეობაში იმყოფება. რეპერი გასულ კვირას, ნიუ იორკში დააკავეს.  

მეტი...

რუსეთმა დონეცკი დაბომბა-დაღუპულია ორი და დაშავებულია თორმეტი ადამიანი

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსი დაბომბეს. დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია თორმეტი ადამიანი. მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრზე მართვადი ავიაბომბებით მიიტანეს იერიში. დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი შენობა, მაღაზიები და ავტომობილები.

მეტი...

„ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“- დარჩიაშვილი ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

 „საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, სტრატეგიულ ­პარტნიორთან ჰქონდეს ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას არ აქვს ალტერნატივა. მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის  მიწვევის გაუქმებაზე და გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა. “ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას და მზაობას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ…

მეტი...

“ზედაზენის“ დეგუსტაცია ჩინეთში და აღფრთოვანებული უცხოელები (ვიდეო)

„ზედაზენი“ ქართული ბრენდი, რომლის დაგემოვნებით როგორც ჩინელები, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წრმომადგენლები აღფრთოვანდნენ. „ზედაზენის“ ლიმონათების დეგუსტაცია სწორედ  ქალაქ ჩენდუში შედგა, სადაც „აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ჩინელი, ისე უცხოელი სტუმრები საკმაოდ მოიხიბლნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის პროდუქტი, რომლის ხილვასაც საკუთარ ქვეყანაში ისურვებდნენ. ზოგმა აღნიშნა, რომ ეს რაღაც უნიკალური გემოა, ზოგმა თქვა, რომ როგორც ფერი, ისე სიტკბო და გემოვნება ისეა შეზავებული, გინდა მეტი და მეტი დალიო.  დეგუსტაცია და უცხოელების ემოციები ქართული ბრენდის – „ზედაზენის“ მიმართ ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში.

მეტი...

ზუგდიდში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა-დაშავებულის მდგომარეობა მძიემა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი მძიმედ დაშავდა. მათივე თქმით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიციის ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება, დროებით, შეზღუდული იყო.

მეტი...

„არაკეთილსინდისიერია, რომ ეკა გიგაური ისჯება სენატში მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისთვის“- სენატორების განცხადება

„არაკეთილსინდისიერია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ‘არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებისა და დემოკრატიის ჩახშობის სხვა ინსტრუმენტების’ შესახებ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისთვის“- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია). განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვროს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” როგორც ორგანიზაციები ‘განსაზღვრული საარჩევნო მიზნით’. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის…

მეტი...

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით”- სენატორები

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით”- ამის შესახებ, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია). “შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვროს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “აირჩიე ევროპა” როგორც ორგანიზაციები (განსაზღვრული საარჩევნო მიზნით). ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის მონიტორინგული მისიების მომზადებაში, მაგრამ საარჩევნო შეჯიბრის მხარეები არ არიან. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას იმისდა მიუხედავად, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი. არაკეთილსინდისიერია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი…

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილის მამა გიორგი გახარიას სიის ოცეულშია

პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. საპარლამენტო სიის ოცეულში ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილიცაა. საპარლამენტო სია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, საზოგადოებას, რამდენიმე წუთის წინ გააცნო. “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია: გიორგი გახარია; ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი ცქიტიშვილი; კახაბერ ქემოკლიძე; ზვიად ძიძიგური; ზაზა თავაძე; ანა ბუჩუკური; ბერდია სიჭინავა; როინ ქოჩორაშვილი; ბექა ლილუაშვილი; თეონა აქუბარდია; ლევან გოგიჩაიშვილი; გიგა ფარულავა; გელა აბულაძე; შალვა კერესელიძე; თამარ ხვედელიანი; ელგუჯა ხოკრიშვილი; ვიკა ფილფანი; კახა ნურალიძე; სოფო ხორგუანი; ჯემალ ანანიძე; რუსუდან თევზაძე; ქეთევან ბაკარაძე; მალხაზ თორია; ვატო ფაჩულია; ერეკლე დუმბაძე; სალომე კობალაძე;…

მეტი...

ხელისუფლების ყოფილი წევრები გიორგი გახარიას გუნდში – გახარიას ოცეული

პარტიამ “გახარია – საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. საპარლამენტო სია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, საზოგადოებას, რამდენიმე წუთის წინ გააცნო. სიის პირველი ნომერი თავად გახარიაა. დღევანდელ პრეზენტაციაზე,ასევე, ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური; დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ. საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია: გიორგი გახარია; ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი ცქიტიშვილი; კახაბერ ქემოკლიძე; ზვიად ძიძიგური; ზაზა თავაძე; ანა ბუჩუკური; ბერდია სიჭინავა; როინ ქოჩორაშვილი; ბექა ლილუაშვილი; თეონა აქუბარდია; ლევან გოგიჩაიშვილი; გიგა ფარულავა; გელა აბულაძე; შალვა კერესელიძე; თამარ ხვედელიანი; ელგუჯა ხოკრიშვილი; ვიკა ფილფანი; კახა ნურალიძე; სოფო ხორგუანი; ჯემალ ანანიძე; რუსუდან თევზაძე;…

მეტი...

“გადავტეხავთ ამ მოღალატეობას“ – გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს” შეუერთდა. მარგველაშვილი რამდენიმე წუთის უკან თავად მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. შეხვედრა გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. “მე მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის. მე მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველშვილს,” – განაცხადა ხაზარაძემ. მარგველაშვილმა კი მოსხლეობას პირობა მისცა, რომ მოღალატეობას წელში გადატეხავენ. მისი თქმით, საზოგადოება ამ გაერთიანებას დიდი ხანი ელოდა. “მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად” – ასე…

მეტი...

ლიბანში პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახადა

ლიბანში პეიჯერების და რაციების აფეთქების შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახდა. მებრძოლთა უმეტესობამ მხედველობა დაკარგა, ხოლო ნაწილი ზედა კიდურების გარეშე დარჩა. როგორც Reuters-ი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ სერიოზული ზიანი მიაყენა, დაჯგუფებას მაინც ჰყავს 40-დან 50 ათასამდე მებრძოლი. დაჯგუფების ლიდერის ჰასან ნასრალას განცახებით კი, „ჰეზბოლას“ 100 ათასი მებრძოლი ჰყავს. სექტემბერში ლიბანში პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

მეტი...

მებაჟე ოფიცრებმა სგპ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა სგპ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 326,55 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 41 998,35 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე ვრცელდება. ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ,,ქართველი ხალხის აქტი” დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.

მეტი...

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს ბლინკენის შუამავლობით შეხვედრას გამართავენ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით 26 სექტემბერს ნიუ-იორკში სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრეს-სპიკერზე აიჰან გაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს. „26 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივითა და მონაწილეობით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა იგეგმება“, – თქვა გაჯიზადემ. როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბაირამოვი და მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში იღებენ მონაწილეობას.

მეტი...

ლიბანში ისრაელის ჯარების მიერ შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსასს უახლოვდება

ბოლო მონაცემებით, ლიბანში ისრაელის ჯარების მიერ შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 600-ს უახლოვდება, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ლიბანის მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ ის ადგილები, სადაც მათ ჯარისკაცებს ,,ჰეზბოლაზე” იერიში მიაქვთ. ამავე დროს, ,,ჰეზბოლამ” დაადასტურა მათი ერთ-ერთი ლიდერის, იბრაჰიმ მუჰამედ კუბასის სიკვდილი. კუბასის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ,,ჰეზბოლას” გავლენიანი პირი ერთ-ერთ იყო იმ ექვს ადამიანს შორის, რომლებიც ბეირუთის გარეუბანში, საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედებები მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს დაგმო.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბითლისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველადი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია.

მეტი...

,,ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში ვართ, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები” – სერბეთის პრეზიდენტი

,,ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში ვართ, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები”, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას. ალექსანდრ ვუჩიჩმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში სერბეთს ისევე დაუჭირონ მხარი, როგორც ამას უკრაინასთან მიმართებით აკეთებენ. „როდესაც ლიდერები აქ დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ უკრაინის თავისუფლების აუცილებლობაზე, გაეროს და მისი წესდების, რეზოლუციების დაცვაზე, გვიჩნდება კითხვა – რატომ არ იცავენ ისინი გაეროს რეზოლუციას, როდესაც საქმე ეხება სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას? მსოფლიო უკრაინაზე ლაპარაკობს, სერბეთზე ლაპარაკს კი ვერ ბედავს. ამბობენ, თითქოს ჩვენ ბალკანეთში ომს დავიწყებთ რუსეთის დაკვეთით. ისინი ორ…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გააკრიტიკა და მას სამარცხვინო უწოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ცერემონიაზე ნაჩვენებმა სცენებმა დეგენდერიზაციის საფრთხის მასშტაბი გამოავლინა. მსოფლიოს იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც თურქეთის შეშფოთებას იზიარებენ, მან ოჯახური ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა. „საზოგადოების ფუნდამენტურ საყრდენზე, ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა სულ უფრო ინტენსიური ხდება. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ნაჩვენებმა სცენებმა გამოავლინა საფრთხის მასშტაბები, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. სპორტული ღონისძიება, რომელსაც ბავშვები და ყველა ასაკისა და რწმენის ასობით მილიონი ადამიანი უყურებდა, გამოყენებული იყო ყველაზე მახინჯი გზით დეგენდერიზაციის პროპაგანდისთვის. ამ უზნეო სცენებმა ღრმა ჭრილობა…

მეტი...

„ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა, როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს“ – მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია საუბრობს, თუ რამდენად სწორი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული საზოგადოებაში ნათლობის თუ ჯვრისწერის არსის გააზრებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი სვამენ შეკითხვას, რა ღირს ესა თუ ის ღვთისმსახურება. როგორც ის ამბობს, მოძღვარი ყველა ადამიანს უანგაროდ უნდა ემსახუროს. ,,მაცხოვარი არცერთ მოძღვარს არაფრის გარეშე არ დატოვებს. უანგაროდ უნდა ემსახურო ყველა ადამიანს, ვინც შენამდე ღმერთმა მოიყვანა. ეს მოძღვრის ვალდებულებაა. ჩემთვის ხშირად დაურეკავთ, როდესაც  ნათლობასთან ან ჯვრისწერასთან დაკავშირებით მითანხმებენ და, სამწუხაროდ, ასეთ კითხვასაც მისვამენ ხოლმე – მამაო, რა ღირს ნათლობა? რა ღირს ჯვრისწერა? მე ასეთ დროს ვეუბნები – ძალიან ბევრი ღირს, იმდენი – რომ მის ფასს…

მეტი...

,,უკრაინაში მიმდინარე ომში ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს და ახლა უკან ვეღარ გამოვყავართ” – ტრამპი

,,რესპუბლიკური” პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ უნდა იყოს ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში. მისი თქმით, ამ ომში ქვეყანა ბაიდენმა და ჰარისმა ჩაითრია და ახლა მისი უკან გამოყვანა აღარ შეუძლიათ. ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯიის შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ,,ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს ამ ომში და ახლა უკან ვეღარ გამოვყავართ, არც აქვთ გეგმაში, რომ უკან გამოგვიყვანონ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, მართალია, აშშ პირდაპირ არ იღებს მონაწილეობას ომში, მაგრამ უკრაინას მილიარდობით საბრძოლო და ჰუმანიტარული მასალით ამარაგებს.

მეტი...

,,ირანი მზადაა იმუშაოს მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული დაპირისპირების დასრულებისთვის” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა იმუშაოს მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებთან, რათა ბირთვული დაპირისპირება დასრულდეს. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი დიალოგის გზით უნდა დასრულდეს. პეზეშკიანმა თავისი გამოსვლის დროს ისრაელი, რომელსაც ირანი მტრად აღიქვამს, ღაზის სექტორში გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. ირანის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ბირთვული პროგრამის გამო შემოღებულ სანქციებს შეარბილებს. „ჩვენ ვეძებთ მშვიდობას ყველასთვის და არცერთ ქვეყანასთან კონფლიქტს არ ვაპირებთ. ირანი ომის წინააღმდეგ გამოდის და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეჩერების აუცილებლობას ხაზს უსვამს“, – აღნიშნა პეზეშკიანმა.

მეტი...

სლოვაკეთის პრემიერს ფიცოს კონვერტში ჩადებული ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის მთავრობის კანცელარიამ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სახელზე კონვერტი მიიღო, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია იდო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ტყვია კონვერტში სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც დილით პრემიერის სახელზე მოსულ კორესპონდენციას ამოწმებდნენ. კონვერტის გამომგზავნის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა.

მეტი...

,,რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება” – კახა კალაძე

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა. „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი არასწორი განცხადება იქნება, როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან, ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლების და…

მეტი...

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ვ.გ.-ს და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის  გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს კ.ვ.-ს და გ.კ.-ს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე, ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ტ.ფ. 2024 წლის 22 ივნისს, ოზურგეთში, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის მონაწილეობით „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც მ.გ.-ს მოდავე მხარის სასარგებლოდ  15 000 ლარის გადახდა დააკისრეს,…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაცია დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს – საგარეო საქმეთა სამინისტრო

,,მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს”, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

მეტი...

55 წლის ქართველმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა

55 წლის ქართველმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ მამაკაცი მომხმარებელს მოკვლითაც დაემუქრა. ინციდენტი სავაჭრო ცენტრში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ინტერნეტსივრცეში გაავრცელა.

მეტი...

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრებზე საკარანტინე რეჟიმი გააგრძელა

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2025 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის საქართველოსთან, 2025 წლის 1 იანვრამდე დარჩება დაკეტილი. განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის ვადა აზერბაიჯანში ამა წლის 1 ოქტომბერს იწურებოდა.    

მეტი...

არიზონაში „დემოკრატების“ ოფისი დაცხრილეს

უცნობმა ადამიანებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არიზონის შტატის ქალაქ ტემპეში მდებარე „დემოკრატიული“ პარტიის ოფისი დაცხრილეს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, შემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის ტემპეში ჩასვლამდე რამდენიმე დღის წინ მოხდა. უცნობმა პირებმა ცეცხლი „დემოკრატების“ ოფისის მიმართულებით გვიან ღამით გახსნეს. იმ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, სროლა შემთხვევით გამვლელებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. NBC News-ის ცნობით, ეს ტემპეში მდებარე „დემოკრატების“ ოფისის დაცხრილვის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად პარტიის ოფისი 16 სექტემბერს დააზიანეს.

მეტი...

,,საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება, ამას ყველა უნდა შეეგუოს” – მამუკა მდინარაძე

,,ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს არის ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის. „ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა, სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს. ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში! გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და…

მეტი...