,,იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება” – მიშელი

იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. ,,მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორეც, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო” – როთი

,,ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, X -ზე წერს და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. ისინი საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მათთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა: ,,საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, მიგვიღო. მაგრამ არა პარლამენტში, არამედ ,,ქართული ოცნების” ოფისში გვიმასპინძლა”, – წერს…

მეტი...

ო’ბრაიანმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა – კობახიძესთან 2 საათიანი შეხვედრა დასრულებულია

ჯიმ ობრაიენისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა დასრულდა. მან მთავრობის ადმინისტრაცია ცოტა ხნის წინ დატოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისა და კობახიძის შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის შემაჯამებლ განცხადებას დღის ბოლოს 9-ის ნახევარზე გააკეთებს. ჯიმ ო’ბრაიანს შეხვედრები ექნება, როგორც ოპოზიციასთან, ისე კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმოამდგენლებთან, დღის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტთან.

მეტი...

სახალხო დამცველი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რუსულ კანონთან დაკავშირებით. იხილეთ განცხადება: ,,საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ…

მეტი...

,,ივანიშვილმა გუშინ, 67 წამში გაგაყიდინათ საქართველო” – ხერხეულიძე ,,ოცნებას”

ივანიშვილი აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ. ხელს დაგაქნევინებთ, როგორც გუშინ, 67 წამში გაგაყიდინათ საქართველო, – ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ “ოცნების” წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე: ,,დღეს ჩვენ ევროპის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ევროპის დედაქალაქად იქცა თბილისი. ეს არის ჩვენი გამარჯვება, ამას მარცხი არ უწერია იმიტომ, რომ ხდება ყოველთვის გადამწყვეტ მომენტებში ისტორიის პირუთვნელი, მნიშვნელოვანი ფრაგმენტების შექმნა, რომელიც მეხსიერებიდან არასდროს არ იშლება. იცოდეთ, რომ ბავშვები რომლებიც დგანან გარეთ, იმას კი არ ელოდებიან, რომ თქვენ აზრს შეიცვლით, არც ერთ შემთხვევაში, მეც მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი…

მეტი...

რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“

„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების ღალატი. რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რამდენჯერ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი აღარ დარჩა. „რა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი გჭირდებათ იმაზე მეტი, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი არ დარჩა. დაწყებული გაერო-თი დამთავრებული ნატო-თი ყველა გვეუბნება, რომ თუ ამ საქმეს ჩაიდენს საქართველო, ჩვენს პარტნიორებს გამოაცხადებს მტრებად – საქართველო დარჩება მარტო იზოლაციაში.…

მეტი...

რიმა ბერაძე გიორგი ვაშაძეს თავში პლანშეტის ჩარტყმით ემუქრებოდა

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ, “ოცნების” დეპუტატი რიმა ბერაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს თავში პლანშეტის ჩარტყმით ემუქრებოდა. თავდაპირველად ერთმანეთს დიმიტრი სამხარაძე და ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. “ოცნების” დეპუტატმა ენმ-ს ლიდერს აგინა და ოპონენტის მისამართით ბოთლი ისროლა. ოპონენტებს დეპუტატები აშველებენ.

მეტი...

დეპუტატებმა ერთმანეთი სცემეს (ვიდეო)

საქართველოს საკანონონმდებო ორგანო დღეს სანახაობად იქცა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები და უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  ჩხუბში მამაკაც დეპუტატებთან ერთად ქალებიც ჩაერთვნენ. სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატების კივილის ხმაც კი ისმოდა. ფიზიკური დაპირისპირების გამო, პარლამენტის „ლაივსტრიმი“ გათიშეს. „შენი დედა მო… შენს დედას შე….“ – ჩხუბი პარლამენტში

მეტი...

რიმა ბერაძე პაატა მანჯგალაძეს უკან მიეპარა და თავში ფურცლები ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რიმა ბერაძე პაატა მანჯგალაძეს უკან მიეპარა და თავში ფურცლები ჩაარტყა. ერთმანეთს დიმიტრი სამხარაძე და ლევან ხაბეიშვილიც დაუპირისპირდნენ. ,,ოცნების” დეპუტატმა ენმ-ს ლიდერს აგინა და ოპონენტის მისამართით ბოთლი ისროლა. ოპონენტებს დეპუტატები აშველებენ.

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი პარლამენტში

ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი სხდომათა დარბაზში. ერთმანეთს დიმიტრი სამხარაძე და ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ,,ოცნების” დეპუტატმა ენმ-ს ლიდერს აგინა და ფიზიკურად დაუპირისპირდა. ოპონენტებს დეპუტატები აშველებენ. „შენი დედა მო… შენს დედას შე….“ – ჩხუბი პარლამენტში

მეტი...

,,გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში” – ბოკუჩავა ,,ოცნებას”

თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, ერთობა, ურთიერთშეკავშირება და გამარჯვების რწმენა. საქართველო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის, ოხანაშვილის, მდინარაძის, პაპუაშვილის არაა, არც რუსეთისაა, ის იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც მის ევროპულ მომავალს ასეთი სიმტკიცით იცავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. ,,ქართველმა ხალხმა გაჩვენათ მხდალ 83 მოღალატეს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ. ერთს სცემთ? ასი გამოვა! 10 დაიჭერთ? 1000 გამოვა, 1000 დამუქრებით? 100 ათასი გამოვა თბილისის ქუჩებში. პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მათი კონსოლიდაცია, მეტი ერთობა და მეტი რწმენა გამარჯვების. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო?…

მეტი...

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან გზა კვლავ საპოლიციო ძალას აქვს გადაკეტილი. შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

მეტი...

,,ქალბატონო თინა, ნუ დაკარგავთ სახეს” – შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას

რამდენიმე წუთის წინ, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი აქვს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს ექნება 15 წუთიანი გამოსვლის საშუალება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხის განხილვა დასრულდება, რომლის შემდეგაც კამათი დაიწყო. თინა ბოკუჩავა ითხოვს, რომ კანონპროექტების განხილვის შემდეგ, ვიდრე კენჭისყრის პროცესი დაიწყება, სწორედ მაშინ ჰქონდეს ენმ-ს თავისუფალი ტრიბუნა. სწორედ ამ პროიცედურასთან დაკავშირებით იყო კამათი, რის შემდეგაც პაპუაშვილმა ბოკუჩავას მიკროფონი გაუთიშა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

მეტი...

ანა ნაცვლიშვილი სხდომათა დარბაზში აირწინაღით მივიდა

,,ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში იმყოფებიან. სხდომა ცოტა ხნის წინ გაიხსნა. მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში სრული შემადგენლობით ესწრება. სხდომათ დარბაზში იმყოფებიან ხესისუფლების ოპონენტებიც. „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში სიმბოლურად აირწინაღით და საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა.

მეტი...

ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა

ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს ნაწილი გაიფიცა. გაფიცულთა შორის N1, N2, N3, N4 საჯარო და კერძო სკოლა ,,ევრო-2000″-ის მოსწავლეები არიან. ისინი სტუდენტების ინიციატივას უერთდებიან და რუსულ კანონს ამ ფორმით აპროტესტებენ. სკოლის მოსწალვეები ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ,,დღეს ჩვენ, ბათუმი მოსწავლეები შევიკრიბეთ აქ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის, არასრულწლოვანებთან განხორციელებული მუქარის ზარებისა და ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსის გასაპროტესტებლად. ამ პროტესტის გამოსახატად გადავწყვიტეთ არ დავესწროთ და გავაცდინოთ სასწავლო პროცესი. სტერეოტიპები, რომლებიც არასრულწლოვანებზე დადის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქოს არ უნდა ვერეოდეთ და უფროსი ბიძიები მიხედავენ პოლიტიკურ საქმეებს,…

მეტი...

ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოშია – ის კანცელარიაში ირაკლი კობახიძეს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოშია. ის ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ხვდება. კობახიძე მას შენობის შესასვლელთან არ შეხვედრია. პარალელურად, პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ამ ტერიტორიამდე მისასვლელი ყველა გზა ფაქტობრივად გადაკეტილია.

მეტი...

,,ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დღესაც საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან

,,ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის შენობაში დღესაც საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა. მანამდე მათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვანეს პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე სკვერიდან. აქციის მონაწილეები ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე გაჩერდნენ. შეგახსენებთ, რომ ,,ოცნება” რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

მეტი...

,,დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო, ,,ოცნება”, შეაჩერეთ რუსული კანონი” – როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება. ,,დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო. ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ საქართველოს პარლამენტში, შეაჩერეთ “უცხოელი აგენტების კანონი”! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში “უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება”, – წერს როთი. ცნობისთვის, მიხაილ როთი, ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, თბილისში იმყოფება.

მეტი...

,,შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ,,ქართულ ოცნებას” ვუთხრათ, გაიწვიონ რუსული კანონი” – სტუდენტები

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ამ წუთებში მსვლელობას აწყობენ და პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის აქციას შეუერთდებიან. თავდაპირველად ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ,,დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” ვუთხრათ გაიწვიონ ეს კანონი. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს , მაშასადამე ჩვენს კონსტიტუციასაც”, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს 19:00 საათზე, სტუდენტებმა დააანონსეს სტუდენტური მარშიც.

მეტი...

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და ორი წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის ჩაკეტილი არაა. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის ეზოშიც. ასევე, სამართალდამცავებმა ჩაკეტეს ჩიტაძის ქუჩა, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელია. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს დაატოვებინა პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერიც. შეგახსენებთ, რომ დღეს ,,ოცნებამ” პლენარულ სხომდაზე საბოლოო, მესამე მოსმენით უნდა განიხილოს რუსული კანონი. აქცია სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად იმართება.

მეტი...

,,ამაზრზენია, პუტინის თანამგზავრი ორბანი და ფიცო ბლოკავენ EU-ს ზომებს ,,ოცნების” წინააღმდეგ” – როიტენი

ამაზრზენია, პუტინის თანამგზავრი ორბანი და ფიცო ბლოკავენ EU-ს ზომებს ,,ოცნების” წინააღმდეგ, – წერს ევროპარლამენტარი, თიის როიტენი. ,,აბსოლუტურად ამაზრზენი, მაგრამ პროგნოზირებადი, პუტინის თანამგზავრები, უნგრელი ორბანი და სლოვაკი ფიცო ბლოკავენ ევროკავშირის ზომებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ქართველებს დროის ფუფუნება არ აქვთ. რუსეთის კანონმდებლობის საბოლოო კენჭისყრა 14 მაისი გაიმართება, მოამზადეთ სანქციები ახლავე”, – წერს როიტენი.

მეტი...

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერი დაატოვებინეს

პარლამენტის შენობის უკან ამ წუთებში საპოლიციო ძალების მობილიზებაა. სამართალდამცავებმა რუსული კანონის გასაპროტესტებლად მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია და სკვერი დაატოვებინეს. ,,იმენად უცებ მოხდა ჩვენი გამოყვანა, რამდენიმე ქალბატონს ხელითაც შეეხნენ, არ ვიცი უკვე, გუშინ დილიათაც, აღარ აქვთ ამათთვის მნიშვნელობა ქალია, კაცია, ბავშვია, ფიზიკურად უსწორდებიან ყველას უკლებლივ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მეტი...

რა დრო სჭირდება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში და აჭარაში ჩასვლას?! (ვიდეო)

97 ხიდი და 51 გვირაბი – ეს არის რიკოთის უღელტეხილის  გზის მშენებლობის მონაკვეთი, რომლის  36 კმ გზა უკვე გახსნილია.  აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სწორედ ეს არის აღოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელიც გადაადგილებას დროში მაქსიმალურად ამცირებს. ზესტაფონის შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე გახსნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარშია შესაძლებელი. ანალოგიურად შემცირდა დრო აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე. ეს  არის თანამედროვე კომუნიკაცია საქართველოს მომავლისთვის.

მეტი...

ხვალ საქართველოში ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განიხილავენ. ,,ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს…

მეტი...

სტუდენტები, დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე მარშს აანონსებენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ, 14 მაისს, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ მარშს აანონსებენ. ,,ისევ გრძელდება სტუდენტების მდინარე და არ გაჩერდება იქამდე სანამ არ გაედინება რუსული კანონი ქვეყნიდან! 14 მაისს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები ვიკრიბებით კვლავ რუსთაველის მეტროსთან და გაერთიანებული მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტთან! მოთხოვნები კვლავ უცვლელია. არა რუსულ კანონს! არა რუსულ ოცნებას! არა რუსულ რეჟიმს ! არა ყველაფერს რაც რუსულია! კი ევროპას ! ევროპულ მომავალს!”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, ვითხოვთ მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას” – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქალაქებში ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს. ,,შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცავების მიერ ქალების, ახალგაზრდებისა და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე, სამწუხაროდ. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, გაუმარჯოს…

მეტი...

,,მხარდაჭერა სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს” – გორის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი

,,გვერდში დგომასა და მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს,” – განაცხადეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა და სტუდენტურ გაფიცვას შეუერთდნენ. ,,მოგესალმებით! პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გვერდში დგომასა და მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს. ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, ამიტომ არ ვემხრობით არაფერს,რაც ხელს შეგვიშლის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების…

მეტი...

,,დავბრუნდი კიევში, რათა გამოვხატო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. CNN-ის ცნობით, ბლინკენი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ვიზიტი იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთი აგრძელებს შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში გასული კვირის განმავლობაში იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევის შემდეგ. ეს ასევე ხდება რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს, საიდანაც თითქმის 61 მილიარდი დოლარი უკრაინას გადაეცემა. ამ დახმარებას უკრაინა თვეების განმავლობაში ელოდა. ,,მდივნის მისია არის ისაუბროს იმაზე, როგორ განხორციელდება ჩვენი დამატებითი დახმარება ისე, რომ მათი თავდაცვა გაძლიერდეს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტად დაიბრუნონ ინიციატივა ბრძოლის ველზე მომავლისკენ”,…

მეტი...

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი – ბასი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს X-ზე ეხმაურება: ,,საქართველოს მთავრობა გადადის ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ სურს. მოვუწოდებ ,,ქართულ ოცნებას,” იმუშავოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა შემთხვევა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს ჯონ ბასი.

მეტი...

პარლამენტი რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს განიხილავს

,,ქართული ოცნება” რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს განიხილავს. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. მანამდე, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი ზუსტად 1 წუთსა და 7 წამში დაუჭირა. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ “ევროპელი სოციალისტები” ესწრებოდნენ. სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარედ დილიდან აქციებია ჩანიშნული. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას 10:00 საათიდან გეგმავენ.

მეტი...

დღეს, 14:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება

დღეს, 14 მაისს 14:00 საათზე თბილისში კულტურის მარში გაიმართება. მსვლელობა მწერალთა სახლიდან, ივანე მაჩაბლის #13-დან დაიწყება. ,,მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოვანები, მხატვრები, კინოს, თეატრსა და მუზეუმებში მომუშავე ადამიანები, კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ვერთიანდებით, რომ მარშით გავიაროთ თბილისის ქუჩებში რუსული კანონის წინააღმდეგ. თუ გაღელვებს „რუსული კანონი“ და სხვა კანონები, რომლებიც შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, გადააქცევს ქვეყანას ‘ოფშორული ფულის’ თავშესაფარად და დაუხშობს საქართველოს ევროპაში გაერთიანების გზას – შემოგვიერთდი! ვიწყებთ 14 მაისს, 14:00-ზე მწერალთა სახლთან. მარში ღიაა ყველა მოქალაქისათვის. ჩაიცვი კომფორტულად, ბევრს ვივლით ქალაქში. არა რუსულ კანონს”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

პარლამენტთან აქცია 10:00 საათიდან განახლდება

არა რუსულ კანონს! – 14 მაისს, 10:00 საათიდან პარლამენტთან აქცია განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ,,ვიკრიბებით დილის 10 საათიდან. პარლამენტის სხდომა დაიწყება 12:00-ზე”, – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება” რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს განიხილავს. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...

„ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი“ – Freedom House

„ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი,  ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით. კანონი მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს“ – აცხადებენ Freedom House- ში. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, აღნიშნულია, რომ კანონი სამოქალაქო სექტორის დასჯას ითვალისწინებს. „თუ ამ კანონის მიღება მოხდება, ის სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი,  ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების…

მეტი...

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ“ – Freedom House

„თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მისი დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღებენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ“ – ეს გახლავთ ამონარიდი Freedom House-ის განცხადება. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ,  დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი. „უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მისი დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღებენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ. საქართველოს დემოკრატიული გზისთვის გადამწყვეტი ეტაპი დგას. დემოკრატიული მთავრობები…

მეტი...