პაკისტანში რუსული ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა, რომელშიც 14 ადამიანი იმყოფებოდა. 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი პილოტი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
ვერტმფრენი პაკისტანის ნავთობ კომპანია MARI PETROLIUM LIMITED-ს ეკუთვნის. ის სწორედ ნავთობის საბადოს მახლობლად ჩამოვარდა.