საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის ყველა ბილეტი გაყიდულია. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

უეფას ერთა ლიგის ბ1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.

მსგავსი თემები